ირანი აცხადებს, რომ სირიაში მდგომარეობა „ძალიან გართულებულია“ და რეგიონში უფრო დიდი ომის საფრთხე არსებობს
22-02-2018, 13:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ მის მოკავშირე სირიაში მდგომარეობა „ძალიან გართულებულია“ და რეალურს უწოდებს წუხილებს, რომ შესაძლოა უფრო ფართო რეგიონულმა ომმა იფეთქოს.

 


„ომის საფრთხე ჩვენ რეგიონში ყველგან არსებობს“, უთხრა აბას არაქჩიმ BBC-ს.

 


რეგიონში დაძაბულობის გამწვავების საფრთხე მას შემდეგ წარმოიშვა, რაც ისრაელმა თებერვლის დასაწყისში სირიაში, მას შემდეგ რაც ისრაელის სამხედრო ძალებმა მათ ტერიტორიაზე, თელ-ავივის მტკიცებით ირანული უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდეს, ირანულ სამიზნეებს მიაყენა დარტყმები და გააფრთხილა თეირანი, რომ არ დაუშვებს მისი სამხედრო ძალების დაფუძნებას სირიაში.

 

 

 


არაქჩიმ BBC-ის საერთაშორისო კორესპონდენტს ლონდონში უთხრა, რომ ირანის სირიაში ყოფნის მიზანი არა ისრაელის წინააღმდეგ ახალი ფრონტის შექმნა, არამედ ტერორიზმთან ბრძოლაა.

 

 

„უბრალოდ წარმოიდგინეთ, ჩვენ რომ არ ვიყოთ იქ. ახლა თქვენ გეყოლებოდათ „დაეში“ [ისლამური სახელმწიფო] დამასკოში, და შესაძლოა ბეირუთში და სხვა ადგილებში“, განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

 

 

არაქჩიმ ასევე უარყო ინფორმაცია იმის შესახებ , რომ სირიიდან ისრაელის ტერიტორიაზე უპილოტო თვითმფრინავი ირანმა გააგზავნა. მან თქვა, რომ დრონი სირიულ არმიას ეკუთვნოდა.

 

 

ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ  მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ირანს უწოდა „ყველაზე დიდი საფრთხეა ჩვენი მსოფლიოსთვის“.

 


როგორც BBC იუწყება, მან თქვა, რომ ისრაელი „ნებას არ დართავს ირანის რეჟიმს ჩვენ კისერზე ტერორიზმის ყულფი ჩამოგვაცვას“.

 

 

ნეთანიაჰუმ პარალელი გაავლო 1938 წლის მიუნხენის შეთანხმებასა, რომელიც ნაცისტური გერმანიის მოფერების წარუმატებელ მცდელობად არის შეფასებული, და 2015 წლის ირანის ბირთვულ შეთანხმებას შორის.

 


მან განაცხადა, რომ აღნიშნულმა შეთანხმებამ მხოლოდ „სახიფათო ირანული ვეფხვი აუშვა“.

 


ნეთანიაჰუმ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს და მიუნხენის კონფერენციაზე მყოფ მუჰამედ ჯავად ზარიფს, რომელმაც კვირას მოგვიანებით უნდა მიმართოს კონფერენციას, ბრალი დასდო „ირანის რეჟიმის ხავერდოვნად წარმოჩენაში... რეჟიმისა, რომელიც მჭევრმეტყველებით იტყუება“.

 

 

ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ირანი ცრუობს, როცა უარყოფს, რომ მან გაგზავნა დრონი ისრაელის ტერიტორიაზე, რომელიც ისრაელის ძალების მიერ იქნა ჩამოგდებული.

 

 

 


ხელში უპილოტო საფრენი აპარატის ფრაგმენტის დაკავებით, რაც მისი თქმით, ისრაელის მიერ განადგურებული დრონის ნაწილი იყო, მან ზარიფს პირდაპირ მიმართა: „აღიარებთ ამას? თქვენ უნდა აღიაროთ, ეს თქვენია. ნუ გვცდით ჩვენ“.

 

 

მას შემდეგ რაც ისრაელმა გასული თებერვლის დასაწყისში ათწლეულების განმავლობაში თავისი ყველაზე ფართომასშტაბიანი დარტყმები განახორციელა სირიის სამიზნეებზე, პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ 11 თებერვალს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა „ნებისმიერი თავდასხმისაგან“ დაიცავს თავს.

 


„ეს ჩვენი უფლება და მოვალეობაა და განვაგრძობთ ამას იმ მასშტაბებით, რა მასშტაბებითაც იქნება საჭირო“, განაცხადა ნეთანიაჰუმ.

 


ირანული დრონის ხელში ჩაგდებისა და სირიული ძალების მიერ ისრაელის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ, ისრაელმა სირიაში ირანულ სამიზნეებზე ფართომასშტაბიანი დარტყმები წამოიწყო.

 


ნეთანიაჰუმ გამაფრთხილებლად განაცხადა, რომ ისრაელის პოლიტიკა, დაიცვას თავისი თავი, „ჩვენი სუვერენიტეტისთვის ზიანის მიყენების ნებისმიერი მცდელობის“ წინააღმდეგ, „აბსოლუტურად ნათელია“.

 


„ირანმა უტიფრად დაარღვია ისრაელის სუვერენიტეტი“, განაცხადა მან და დაამატა: „მათ გამოაგზავნეს ირანული დრონი სირიის ტერიტორიიდან ისრაელში... ისრაელი პასუხისმგებლობას ირანს და მის მასპინძელ სირიას აკისრებს“.

 


ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი წინააღმდეგობას გაუწევს ირანის ნებისმიერ მცდელობას, სამხედრო ძალებით დაფუძნდეს სირიაში, მაგრამ ამავე დროს, სამხედრო ძალების მეთაურებთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა, რომ „ისრაელი მშვიდობას დაეძებს“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი