დამატებით 74-მილიონიანი ინვესტიცია ქარის ახალი ელექტროსადგურის ასაშენებლად - დიმიტრი ქუმსიშვილის თურქეთში ვიზიტის შედეგები
22-02-2018, 14:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დამატებით 74-მილიონიანი ინვესტიცია ქარის ახალი ელექტროსადგურის ასაშენებლად, საქართველოს საექსპორტო სასურსათო პროდუქტების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის თურქეთის ბაზარზე საბაჟო ტარიფების გაუქმება, თურქეთთან ელექტროენერგიით ვაჭრობის შესაძლებლობის ზრდის საკითხებზე სამუშაო ჯგუფის შეკრება, - ესაა მცირე ჩამონათვალი იმ შედეგებისა, რომელიც საქართველოს სამთავრობო დელეგაციამ მიიღო პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის ხელმძღვანელობით თურქეთში სამუშაო ვიზიტისას, როგორც ამას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება.

 


უწყების ცნობით, 2-დღის განმავლობაში დიმიტრი ქუმსიშვილი შეხვდა თურქეთის ვიცე-პრემიერს, აგრეთვე ეკონომიკისა და ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრებს. ვიზიტისას წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებების რაუნდი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფართოების საკითხზე, რომელსაც დიმიტრი ქუმსიშვილი და თურქეთის ეკონომიკის მინისტრი ხელმძღვანელობდნენ.

 


თურქეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ქუმსიშვილსა და თურქეთის ვიცე-პრემიერს, მეჰმეტ შიმშეკს შორის შემდგარ შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს მიაწოდეს ინფორმაცია ქვეყნებში არსებული ეკონომიკური პროცესებისა და მიმდინარე სტრუქტურული რეფორმების შესახებ.

 


აღინიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე გავლენას ახდენს მის ძირითად სავაჭრო პარტნიორების, მით უფრო თურქეთის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები. შეხვედრაზე ხაზი გაესვა თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას ორი ქვეყნის მონეტარული პოლიტიკის განხორციელებაზე პასუხისმგებელ უწყებებს შორის.

 


გარდა ამისა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და მეჰმეტ შიმშეკმა გაცვალეს ინფორმაცია ორივე ქვეყანაში არსებული ფისკალური პროცესებისა და ამ მიმართულებით დაგეგმილი რეფორმების შესახებ.

 


ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის დიაგონალური კუმულაციის შეთანხმების ასამოქმედებლად საჭირო ოფიციალური პროცედურების თურქეთის მხრიდან დროული დასრულების აუცილებლობის შესახებ, რომელიც საქართველოს ექსპორტის გაზრდის შესაძლებლობას მისცემს.

 


ასევე ხაზი გაესვა საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის თურქეთში ვიზიტისას გამართული მოლაპარაკებების მნიშვნელოვან შედეგებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფართოების შესახებ, რომელიც საშუალებას იძლევა თურქეთის ბაზარზე გარკვეული ცხოველური წარმოშობის პროდუქცია კვოტების ფარგლებში და გაუქმებული ტარიფებით შევიდეს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი