ბოლო 10 წლის განმავლობაში დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის ყველაზე მეტმა მოქალაქემ დატოვა
22-02-2018, 20:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც დიდ ბრიტანეთს ტოვებენ, ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მაღალ მაჩვენებელს შეადგენს და ციფრები აჩვენებს, რომ წელიწადში სექტემბრამდე 130 000-მა დატოვა გაერთიანებული სამეფო.

 


მაგრამ, მიუხედავად ამისა, ამავე პერიოდში ევროკავშირის წევრი ქვეყნების 220 000 მოქალაქე ბრიტანეთში ჩავიდა, იუწყება BBC ეროვნული სტატისტიკის ოფისზე დაყრდნობით.

 


ეს კი ნიშნავს, რომ ევროკავშირის სუფთა მიგრაცია - ჩამომსვლელთა და წამსვლელთა შორის განსხვავება - 90 000 იყო, ყველაზე დაბალი 5 წლის განმავლობაში.

 


ეროვნული სტატისტიკის ოფისის განცხადებით ადამიანთა გადაადგილების გადაწყვეტილებების ფაქტორი შესაძლოა „ბრექსიტი“ იყოს.

 


ნიკოლა უაიტი, ეროვნული სტატისტიკის ოფისის საერთაშორისო მიგრაციის სტატისტიკის ხელმძღვანელი, ამბობს, რომ მიგრაცია რთული საკითხია და მასზე ბევრმა სხვადასხვა მიზეზმა შეიძლება მოახდინოს გავლენა.

 


ციფრები ასევე აჩვენებს, რომ უფრო მეტი ბრიტანელი მიდის ემიგრაციაში, ვიდრე უკან ბრუნდება დიდი ბრიტანეთში საცხოვრებლად.

 


ევროკავშირის იმ მოქალაქეთაგან კი რომლებიც დიდ ბრიტანეთში მიემგზავრებიან უფრო ნაკლებნი არიან ისინი, ვინც „სამუშაოსთან დაკავშირებული მიზეზებით“, განსაკუთრებით კი „სამუშაოს საძებნელად“ ჩადიან.

 

 

ამის საპირისპიროდ, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან იმიგრაციის მაჩვენებელი მაღლა ადის, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი ბრიტანეთის მოსახლეობა იზრდება და იმ დონეს უახლოვდება, რაც 2014 წლის დასაწყისში იყო.

 


ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების 285 000-ამდე მოქალაქე ჩავიდა დიდ ბრიტანეთში 12-თვიან პერიოდში სექტემბრამდე და 80 000 ქვეყნიდან გაემგზავრა. ეს კი იძლევა 205 000-იან სუფთა ზრდას - ყველაზე მაღალი დონე 6 წელიწადში. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი