ტრამპის ორ ყოფილ თანაშემწეს ბრალი 30 მილიონი აშშ დოლარის თაღლითური გზით დაუფლებაში წარედგინა
23-02-2018, 13:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსეთის აშშ-ის არჩევნებში სავარაუდო ჩარევის გამოსაძიებლად დონალდ ტრამპის მიერ დანიშნულმა სპეციალურმა პროკურორმა, რობერტ მიულერმა ტრამპის საარჩევნო კამპანიის ყოფილ თავმჯდომარეს პოლ მანაფორტს და ბიზნესპარტნიორს რიკ გეიტსს საგადასახადო და საბანკო თაღლითობების ჩადენის ბრალი წაუყენა.

 


ორივე მათგანს ბრალი გასული წლის ოქტომბერში ფულის გათეთრების დანაშაულებრივი შეთანხმებისთვის წარუდგინეს.

 


მაგრამ, როგორც ამას BBC იუწყება, მიულერის გამოძიების ფარგლებში, მათ მიმართ რუსეთთან საიდუმლო შეთანხმების შესახებ დანაშაულებრივი ბრალდებები არ გაჟღერებულა.

 


„როიტერსის“ ცნობით, მანაფორტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მას არავითარი ბრალი არ მიუძღვის იმ ნაწილში, რასაც გამოძიება ედავება. გეიტსის ადვოკატს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

 


მანაფორტმა ტრამპის საარჩევნო კამპანიის თავმჯდომარის პოსტი 2016 წლის აგვისტოში მას შემდეგ დატოვა, რაც მას ბრალი უკრაინაში პრო-რუს პოლიტიკოსებთან საქმის დაჭერაში დასდეს.

 


რა ახალი ბრალდებებია წარდგენილი?

 


ახალი ბრალდება ამტკიცებს, რომ მანაფორტმა და გეიტსმა საიდუმლოდ განიზრახეს 30 მილიონზე მეტი აშშ დოლარი გადაემალათ მანაფორტის პირადი შემოსავლიდან და ეს საგადასახადო ოფიციალური პირებისთვის არ ეცნობებინათ.

 


ამავე ბრალდების მიხედვით, გეიტსმა თავისი შემოსავლის 3 მლიონ აშშ დოლარზე მეტი დამალა.

 


გამოძიება ამტკიცებს, რომ ფული მათ მიერ კონტროლირებად „75-მილიონიან ოფშორულ ანგარიშზე იქნა გადაქაჩული“.

 

 

ბრალდების მხარე ასევე ამტკიცებს, რომ ორმა ბრალდებულმა შეერთებული შტატების ხელისუფლებას 2010-14 წლებიდან გადასახადის დაბრუნების დოკუმენტები წარუდგინა და ამგვარად, მათ იცოდნენ, რომ ნამდვილად არ იყვნენ მართლები.

 


გეიტსს ბრალი ედება იმაში, რომ ნაღდი ფულის საკუთარი წილიდან მან „პირადი ხარჯები, მათ შორის მისი სახლის იპოთეკური სესხი, ბავშვების სწავლის საფასური“ და ვირჯინიის სახლის სარემონტო სამუშაოები დაფარა.

 


ხუთშაბათს სასამართლომ უარი უთხრა მანაფორტის თხოვნას, შეემსუბუქებინა მისი შიდა პატიმრობის პირობები.

 


მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ მანაფორტის შუამდგომლობა, ვირჯინიასა და ნიუ იორკში მისი უძრავი ქონებების გირაოს სახით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით „არადამაკმაყოფილებელი“ იყო.

 


სპეციალური პროკურორი გირაოს თხოვნის წინააღმდეგ წავიდა.

 


მიულერის გუნდი ამტკიცებდა, რომ მანაფორტის ქონებები დაკავშირებული იყო „დამატებით დანაშაულებრივ საქმის წარმოებასთან“ და შესაძლოა, რომ კონფისკაციას დაექვემდებაროს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი