სასამართლომ ყაჩაღობასა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
23-02-2018, 16:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სასამართლომ ყაჩაღობასა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ განცხადებას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

 

 

„ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობასა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვასა და ტარებაში ბრალდებული ზ.შ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით და 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით.

 


სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 25 ივნისს, 16:20 საათზე, ზ.შ. ყაჩაღურად თავს დაესხა ქ.სენაკში მდებარე „ელექტროტექნსასამართლომ ყაჩაღობასა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ განცხადებას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.იკის მაღაზიას“ და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის და ხელყუმბარის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, მაღაზიის მეპატრონეს მ.ც.-ს თანხის გადაცემა მოსთხოვა. მ.ც-მ წინააღმდეგობა გაუწია ზ.შ.-ს და სხვა პირების დახმარებით ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარა წაართვა, რის შემდეგაც ზ.შ. შემთხვევის ადგილიდან მიმალვას შეეცადა, რა დროსაც იგი შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს.

 


ზ.შ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყაჩაღობა) და 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა- ტარება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

 


ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ზ.შ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი