მოკლულია „500-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 121 ბავშვი“ აღმოსავლეთ ღუთაში სირიული ძალების საჰაერო დარტყმებისას
25-02-2018, 09:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კვირის განმავლობაში ინტენსიური დაბომბვებისას სირიის სამთავრობო ძალებმა დამასკოსთან ახლოს მდებარე მეამბოხეთა ანკლავში 500-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, აცხადებენ აქტივისტები.

 


აღმოსავლეთ ღუთაში დაღუპულთა შორის 121 ბავშვია, განაცხადა დიდ ბრიტანეთში ბაზირებულმა სირიულმა ადამიანის უფლებების სადამკვირვებლო მონიტორინგის ჯგუფმა, როგორც ამას BBC იუწყება.

 

 

 


სირიის სამთავრობო ძალებმა, რომელსაც მხარს რუსები უჭერენ, ღუთას ტერიტორიაზე იერიშები ერთი კვირის წინ დაიწყეს.

 


შაბათს, სირიულმა სადამკვირვებლო ჯგუფმა განაცხადა, რომ სულ მცირე 29 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 17 ბავშვი იქნა მოკლული მთავარ ქალაქ დუმაში და ამ კვირაში მსხვერპლის საერთო რიცხვმა 500-ზე მეტი შეადგინა.

 


ჯგუფის განცხადებით, დარტყმები როგორც სირიული, ისე რუსული თვითმფრინავებით იქნა განხორციელებული, თუმცა რუსეთი უარყოფს პირდაპირ ჩართულობას.

 


ბომბები და ყუმბარები იმ ადგილებში იქნა ჩამოგდებული, სადაც დაახლოებით 393 000 ადამიანია ალყაში მოქცეული.

 


დახმარების ჯგუფების ცნობით, კვირის შემდეგ რამდენიმე საავადმყოფო მწყობრიდან არის გამოსული.

 


სირიის მთავრობამ უარყო, რომ მისი სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობა ყოფილიყო და განაცხადა, რომ იგი აღმოსავლეთ ღუთას „ტერორისტებისაგან“ გათავისუფლებას ცდილობს - ტერმინი, რომელსაც სირია როგორც ჯიჰადისტი მებრძოლების, ისე იმ მეამბოხეთა ძირითადი დაჯგუფებების მიმართ იყენებს, რომელთაც ანკლავი უპყრიათ ხელთ.

 


ღუთას ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობა მსოფლიო ლიდერების შეშფოთების საგანი გახდა. იქ შექმნილი ვითარება გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერესის მიერ აღწერილი იქნა როგორც „ჯოჯოხეთი დედამიწაზე“.

 

 

 


გაეროს უშიშროების საბჭომ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი რეზოლუციას, რომელიც სირიაში 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვს, რომ მოხერხდეს დახმარების შეტანა და სამედიცინო ევაკუაცია, თუმცა ზოგიერთი ყველაზე დიდი ჯიჰადისტური ჯგუფი და მათი პარტნიორები დროებითი ზავის ფარგლებში არ არიან მოქცეული, რაც რეზოლუციის რეალური შედეგის შესახებ შეკითხვებს წარმოშობს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი