პრეზიდენტი მარგველაშვილი აცხადებს, რომ არჩილ ტატუნაშვილის ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მკვლელობა უკავშირდება რუსეთს, რადგან „იქ იყო უკვე დაწყებული მეგობრობა, რაღაც ერთიანი კომერციული ინტერესები“
25-02-2018, 17:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქართულ-ოსური ურთიერთობების ნორმალიზებას ხელს რუსეთი უშლის და მთავარი დარტყმა, რუსეთის პოლიტიკის წინააღმდეგ მაშინ მოხდება, როცა ქართველები და ოსები თავის საერთო წარსულს და გამოცდილებას გაიხსენებენ; იმ საუკუნეებს გაიხსენებენ, როდესაც ჩვენ ერთად ვცხოვრობდით, რაც იქნება პირდაპირი დარტყმა რუსეთის პოლიტიკაზე, რომლის შედეგიც იყო ის, რომ ორი დღის წინ „ჩვენი თანამებრძოლი მოკლეს“ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში.

 


„სწორედ გორში მინდა ვთქვა, რომ, ჩვენ და ოსებს გვაქვს საერთო მომავალი, ოსები შეადგენდნენ ქართული საზოგადოების შემადგენელ, ძალიან სერიოზულ ძარღვს ჩვენი ერთიანი საზოგადოებრივი სხეულისა, საზოგადოებრივი სივრცისა. არაერთი შერეული ოჯახი, არაერთი ძალიან მამაცი ოსი არსებობდა და არსებობს, რომელიც ერთიანი საქართველოსთვის მოღვაწეობდა. მათ საქართველოს მომავალში აქვთ ძალიან კეთილი და მნიშვნელოვანი სიტყვა სათქმელი. საქართველო ძლიერი იქნება მაშინ, როდესაც გამთლიანდება თანხმობით და არა ომით.

 


რუსებმა მოახერხეს და დაპირისპირების ინსპირაცია გააკეთეს. მთავარი დარტყმა, რუსეთის პოლიტიკის წინააღმდეგ, მოხდება სწორედ მაშინ, როცა ქართველები და ოსები თავის საერთო წარსულს და გამოცდილებას გაიხსენებენ. იმ საუკუნეებს გაიხსენებენ, როდესაც ჩვენ ერთად ვცხოვრობდით. ეს იქნება პირდაპირი დარტყმა რუსეთის პოლიტიკაზე. თუ გაქვთ ოს თანამემამულესთან ურთიერთობა, თუ რაღაცას გეგმავთ, თუ რაღაცას საუბრობთ, თუ გყავთ საერთო ნათესავები - ეს არის სიძლიერე საქართველოსი“, აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. მისი თქმით, სწორედ ამ სიძლიერეს დაარტყეს ორი დღის წინ, როდესაც „ჩვენი თანამებრძოლი მოკლეს ახალგორში“.

 


„ამაზე იყო აქცენტი, იმიტომ რომ იქ იყო უკვე დაწყებული მეგობრობა, რაღაც ერთიანი კომერციული ინტერესები და ამას ურტყამს ხოლმე ყოველთვის რუსი. თქვენი ძალა, თქვენი იარაღი ის ურთიერთობაა, რაც გაქვთ ოსებთან და ეს ურთიერთობა უნდა გაღრმავდეს. ამ ურთიერთობას დაარტყა რუსეთმა 90 -იანებშიც, ამ ურთიერთობას ურტყამდა 2008 წელს, ამ ურთიერთობის პირდაპირი დარტყმაა მავთულხლართები, რასაც აქ აგებენ“, აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა გორში ყოფნისას, სადაც მან ახალი კამპანიის „დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ - რესპუბლიკის 100 წელი“ ფარგლებში საჯარო ლექცია წაიკითხა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი