თბილისის ბოტანიკურ ბაღში „ბაღის ფრინველთა საათში“ გიგლა აგულაშვილი და სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ
22-05-2015, 04:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ), მხარდაჭერით საქართველოს ბიომრავალფეროვნების დღესთან დაკავშირებით „ბაღის ფრინველთა საათი“ გაიმართა, რომელშიც სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.


თბილისის ბოტანიკურ ბაღში მოსწავლეები ბაღის ფრინველებს დააკვირდნენ და მათთვის ნაცნობი ფრინველები სპეციალურ ბროშურებში აღრიცხეს. "ბაღის ფრინველთა საათის" კამპანია, ბოტანიკური ბაღის გარდა, საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარდა, რომელშიც 500-მდე სკოლის ათასობით მოსწავლე იყო ჩართული.


ამ დღესთან დაკავშირებით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო შემეცნებითი ტურის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებს, ეროვნულ სატყეო სანერგე მეურნეობაში უმასპინძლებს.


მოძრაობის თეატრში კი, ბიომრავალფეორვნების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი წარმოდგენა გაიმართება. ფოტოკონკურსში „ბიომრავალფერონება მდგრადი განვითარებისთვის“ გამარჯვებულებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი პრიზებით დააჯილდოვებს.


დღის ბოლოს, მოწვეული სტუმრებისთვის მიღება გაიმართება. არასამთავორობო და საერთაშორის ორგანიზაციების წარმომადგენლებს გიგლა აგულაშვილი „მოძრაობის თეატრში“ უმასპინძლებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი