ნოდარ ხადურმა და ჰენრი კერალიმ 120 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფის თაობაზე ორ საფინანსო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი
22-05-2015, 04:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს მთავრობამ და მსოფლიო ბანკმა, ხელი მოაწერეს ორ საფინანსო ხელშეკრულებას რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) მიერ კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის პროგრამული განვითარების პოლიტიკის, ასევე ქვეყანაში ინკლუზიური ზრდის  პროგრამული განვითარების პოლიტიკის ღონისძიებებისთვის ჯამში, 120 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფის თაობაზე.


ხელშეკრულებები გააფორმეს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში, ჰენრი კერალიმ.


კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის პროგრამული განვითარების პოლიტიკის ღონისძიება, მიზნად ისახავს ქვეყანაში კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, საფინანსო სექტორის განვითარებას,  ექსპორტის შესაძლებლობების ზრდას.


ინკლუზიური ზრდის განვითარების პოლიტიკის ღონისძიების მიზანია, სახელმწიფო დაწესებულებების ფისკალური კონტროლის გაძლიერება,  ბიუჯეტის დაგეგმვის და სამოქალაქო სერვისების სისტემის რეფორმის გაუმჯობესება, სოციალური ხარჯების ეფექტურობის უზრუნველყოფა.


„დღეს გაფორმებული ხელშეკრულებები მოხმარდება საჯარო და კერძო სექტორებში მიმდინარე რეფორმებს. ორივე მიმართულებით ღონისძიებების განხორციელება უკვე დაწყებულია, შესაბამისად, ეს თანხები მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში. თქვენ იცით, რომ ხორციელდება რეფორმები საჯარო ფინანსების მართვის, ჯანდაცვის, ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების, შესყიდვების სისტემის სრულყოფის მიმართულებით და ა.შ. გამომდინარე აქედან, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო ბანკი განაგრძობს ჩვენი ქვეყნის  მხარდაჭერას, რათა აღნიშნული რეფორმები წარმატებით განხორციელდეს,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.


„ინკლუზიური ზრდის პროგრამული ღონისძიება მთავრობას დახმარებას უწევს სახელმწიფო სერვისების მიწოდების გაუმჯობესებასა და ფისკალურ მართვაში, რათა ეკონომიკური ზრდა უფრო მეტად ინკლუზიური გახდეს. ეს ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკური ზრდით მიღებული სარგებელი აისახოს საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე. კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის პროგრამული ღონისძიება კი გულისხმობს სახელმწიფო ფინანსების ეფექტიანობის გაუმჯობესებას, ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, რადგან სწორედ კერძო სექტორი უნდა იქცეს დასაქმების ძირითად წყაროდ და ეკონომიკის მამოძრავებელ ძალად,“ - განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში ჰენრი კერალიმ.  


ორივე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პრიორიტეტები თანხვედრაშია მსოფლიო ბანკისა და საქართველოს თანამშრომლობის 2014-2017 წლების სტრატეგიასთან და შეესაბამება მთავრობის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიას „საქართველო 2020“.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი