ირაკლი ღარიბაშვილი: რუსეთთან მეგობრული ურთიერთობა გვსურს
23-05-2015, 06:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენ გვსურს, რომ რუსეთთან გვქონდეს მეგობრული და კარგი მეზობლური ურთიერთობა, მაგრამ სანამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა არ გადაწყდება, იქამდე ეს ურთიერთობები იქნება გაურკვევლობაში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ეთნოგრაფიულ მუზეუმში სახალხო დღესასწაულ "აფხაზეთობაზე" განუცხადა.

 


"ჩვენ არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო. პირიქით, გვსურს, რომ მათთან გვქონდეს მეგობრული, მეზობლური და კარგი ურთიერთობა, მაგრამ ჩვენს ურთიერთობებში ისევ მთავარ პრობლემად რჩება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის საკითხი. სანამ ეს პრობლემა არ იქნება გადაწყვეტილი, იქამდე ჩვენი ურთიერთობები იქნება ასეთ გაურკვევლობაში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც ცხინვალიდან დევნილ მოსახლეობასაც მიმართა მათ წინაშე სახელმწიფოს ვალდებულებას გაუსვა ხაზი.

 


"დევნილ მოსახლეობას მინდა მადლობა გადავუხადო მართლაც გმირობისთვის, რომელიც გამოიჩინეს. მათ წლების განმავლობაში არნახულ, ენით აუწერელ ტკივილს და დიდ გაჭირვებას გაუძლეს. მართლაც, რაც დასაფასებელია, ისინი ყოველდღიურად მართლაც გმირობას სჩადიან. ჩვენმა ხელისუფლებამ ათასობით დევნილ ოჯახს უკვე გამოუყო ბინა. როგორც კი ახალგაზრდული ოლიმპიადა დასრულდება, მათ კიდევ 16 კორპუსს გადავცემთ საჩუქრად. ეს არის ერთ-ერთი ვალდებულება, რაც სახელმწიფომ აუცილებლად უნდა შეასრულოს", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი