ინდოეთში ძლიერი სიცხის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1 100-ს გადააჭარბა. "ბიბისის" ცნობით, ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში ტემპერატურამ 50 გრადუსს მიაღწია.
განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა ტელენგანისა და ანდჰრა-პრადეშის შტატებში. მთავრობა მოსახლეობას დიდი რაოდენობით წყლის მიღებისა და ჩრდილში ყოფნისკენ მოუწოდებს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, მომდევნო დღეების განმავლობაში მოსალოდნელია ტემპერატურის კლება.
ინდოეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, წელს ძლიერი სიცხის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2010 წლის მონაცემებს გადააჭარბა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.