გიორგი მარგველაშვილი: დავით აღმაშენებელმა დიდგორის ბრძოლა 30 წლით ადრე დაიწყო და დაიწყო ქართული ჯარის გაძლიერებით
28-05-2015, 04:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თქვენი სასწავლებელი ატარებს დავით აღმაშენებლის, ჩვენი დიდი მეფის სახელს, რომელმაც საქართველოს უმძიმეს ვითარებაში, სწორედ სამხედრო გამარჯვებების შედეგად მოუტანა სტაბილურობა, სიძლიერე და მომავალ თაობებს მისცა შესაძლებლობა, გაეგრძელებინათ წინაპართა ტრადიციები - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გორში თავდაცვის აკადემიის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


პრეზიდენტის განმარტებით, ამას აკეთებდნენ ჩვენი წინაპრები და დღესაც მათი გაკვეთილებით უნდა ვიმოქმედოთ.


"დღეს თქვენთან ერთად ვზეიმობთ უმნიშვნელონავეს დღეს ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობისა და გაძლიერების თვალსაზრისით. 22 წელია, რაც აღდგა ძალიან მნიშვნელოვანი სტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი შეიარაღებული ძალების სიმტკიცეს, მის ინტელექტუალურ გაძლიერებას, რომელიც ქმნის ქართულ არმიას. თქვენ ღირსებით ატარებთ იუნკერების გმირულ სახელს. მადლობა იმისთვის, რომ აგრძელებთ იმ ტრადიციებს, რომელსაც პირველივე ქართული რესპუბლიკის შექმნისას ჩაეყარა საფუძველი. მაშინაც ჩვენმა წინაპრებმა, რომლებმაც თავისუფლება და დამოუკიდებლობა დაიბრუნეს, სწორად გადაწყვიტეს და შეიარაღებული ძალების გაძლიერებაზე გააკეთეს აქცენტი. ამავე დროს, თქვენი სასწავლებელი ატარებს დავით აღმაშენებლის, ჩვენი დიდი მეფის სახელს, რომელმაც საქართველოს უმძიმეს ვითარებაში, სწორედ სამხედრო გამარჯვებების შედეგად მოუტანა სტაბილურობა, სიძლიერე და მომავალ თაობებს მისცა შესაძლებლობა, გაეგრძელებინათ წინაპართა ტრადიციები. დავით აღმაშენებლის სამხედრო მიღწევებს მსოფლიოში ასწავლიან და სწავლობენ. დიდგორის ბრძოლა, რომელიც ბევრი სამხედრო სტრატეგისთვის სახელმძღვანელო გახდა, არის ის, რასაც სწავლობთ თქვენ და სწავლობენ სხვებიც, მაგრამ არ იქნება სწორი, დიდგორის ბრძოლა შევისწავლოთ მხოლოდ იმ დღის კონტექსტში, როცა ის მოხდა. ჩვენმა დიდმა წინაპარმა ეს ბრძოლა 30 წლით ადრე დაიწყო და დაიწყო ქართული ჯარის გაძლიერებით, ქართული სახელმწიფოს გაძლიერებით, იმით, რასაც აკეთებთ დღეს თქვენ – ჯარში ინტელექტუალური შესაძლებლობების გაძლიერებით. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ჩვენი დიდი წინაპრისგან. ჩვენ უნდა დავინახოით ის მთავარი გადაწყვეტილები, რომლებიც მაშინ იქნა მიღებული. რას აკეთებდა ჩვენი დიდი წინაპარი? – ის ამრავლებდა მეგობრებს და ცდილობდა, გაეთიშა თავისი მტრები. აი, ამ დიდი წინაპრის გაკვეთილებით უნდა ვიმოქმედოთ ყველამ, იქნება ეს რიგითი ჯარისკაცი, ოფიცერი თუ პოლიტიკოსი _ ჩვენ უნდა გავამრავლოთ ჩვენი მეგობრები, მხარდამჭერები და გავთიშოთ მტრები. ამას ემსახურება ის დიდი პროფესიონალიზმი, რომელსაც თქვენ ეუფლებით. ამ მიზნისკენ არის ორიენტირებული ჩვენი სახელმწიფო. ამ მიზანს - ჩვენი მოკავშირეების, ჩვენი მეგობრების რაოდენობის გამრავლებას და განმტკიცებას ვემსახურებით თითოეული ჩვენგანი. უნდა გვახსოვდეს, რომ ის სიმტკიცე, რომელსაც დღეს აქ ვქმნით, გარანტია რეგიონის სტაბილურობის, სიძლიერის, მაგრამ პირველ რიგში გარანტია ჩვენი მოქალაქეებისათვის დემოკრატიული, ძლიერი სახელმწიფოს აღმშენებლობის", - განაცხადა პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი