ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მრავალსართულიანი შენობა 6 მილიონ აშშ დოლარად იყიდება
29-05-2015, 05:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ჭანტურიას ქუჩა #12-ში მდებარე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შენობას 6 მილიონ აშშ დოლარად ყიდის.


როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვიოთარების სამინისტროს ქონების მართვის სააგენტოს თავმჯდომარე, ეკატერინე სისაურმა განაცხადა, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნული შენობა პირობიანი აუქციონის ფორმით გასაყიდად დღეს გაიტანა.


"აღნიშნული ქონება მდებარეობს დედაქალაქის ცენტრში ტურისტულად აქტიურ ზონაში. მისგან 300 მეტრის დაშორებით განთავსებულია კინოთეატრი, მუზეუმები. ნახევარი კილომეტრის რადიუსში მდებარეობს თბილისში განთავსებული მაღალი კლასის სასტუმროები. ასევე სხვა ტურისტული ღირსშესანიშნაობები", - განაცხადა სისაურმა.


უძრავი ქონების მიწის საერთო ფართი შეადგენს 4210.00კვ.მ-ს. ხოლო მასზე განთავსებული შენობის ფართი 11271.52 კვ.მ-ია. აუქციონი გამოცხადდა შემდეგი პირობებით: საპრივატიზაციო ობიექტის საწყისი ფასი შეადგენს 6 მილიონ აშშ დოლარს. მყიდველი ვალდებული იქნება 2016 წლის პირველი იანვრიდან არაუმეტეს 36 თვის ვადაში არანაკლებ 100-ნომრიანი სასტუმრო ააშენოს და მოახდინოს მისი ექსპლუატაციაში გაშვება. მყიდველი ასევე ვალდებული იქნება 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უზრუნველყოს გამყიდველის მიერ განსაზღვრული პირების მიერ უძრავი ქონების უსასყიდლოდ სარგებლობა. მყიდველი ასევე ვალდებულია საპრივატიზებო საფასური გადაიხადოს ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. ელექტრონული აუქციონი დასრულდება 2015 წლის 26 ივნისს, 17:00 საათზე.

 

 

რაც შეეეხბა იმას, თუ სად გადავა ეკონომიკის სამინისტრო, ეს საკითხი ამ დრომდე ღიად რჩება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი