ნიკო ფიროსმანის ნახატი „ღამე არსენალი მთაზე“, კრისტის აუქციონზე 1 486 100 დოლარად გაიყიდა
01-06-2015, 07:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნიკო ფიროსმანის ნახატი „ღამე არსენალი მთაზე“, კრისტის აუქციონზე დღეს, 1 486 100 დოლარად გაიყიდა. მისი საწყისი ფასი 1 235 199-დან – 1 852 799 დოლარამდე იყო. ტილო - „არსენალის გორა ღამით“ 1907-1908 წლით თარიღდება. ნამუშევარი ზეთშია შესრულებული.


„კრისტის“ აუქციონის ვებ-გვერდის ცნობით, ნახატი 1920-იან წლებში თბილისში, ნიკოლას ბაკაძის კოლექციაში იყო. შემდეგ ის კირილ ზდანევიჩმა შეიძინა.


შემდეგ, ფიროსმანის შედევრი ცნობილ ფრანგი მწერლისა და პოლიტიკოსის ლუის არგონის კოლექციაშიც ინახებოდა. არგონს ის თავის მესამოცე დაბადების დღეზე აჩუქეს.


ამის შემდეგ „არსენალის გორა ღამით“ მოსკოვში, კერძო კოლექციაში იყო დაცული.


2007 წელს, ფიროსმანის ეს ნახატი უცნობმა მყიდველმა, „სოთბის“ აუქციონზე, მილიონ 600 ათას დოლარად იყიდა.


2010 წელს კი ეს ნამუშევარი კვლავ უცნობმა მყიდველმა, ლონდონის მაკდუგალის აუქციონზე იყიდა და სწორედ ამ უცნობმა მფლობელმა გაიტანა ნამუშევარი აუქციონზე.


ახალი მყიდველის ვინაობა კვლავ უცნობია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი