თბილისში 23:00 საათიდან დილის 7:00 საათამდე ხმაურის გამომწვევი პირი თუ დაწესებულება დაჯარიმდება
03-06-2015, 03:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტში, ხმაურთან დაკავშირებით წარდგენილ კანონპროექტში ცვლილება შევიდა. როგორც საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე, თედო კობახიძემ ჟურნალისტებს დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განუცხადა, ამ ცვლილების შედეგად, ხმაურთან დაკავშირებით რეგულაციები დაწესდება მხოლოდ ღამის საათებზე, დღის საათებზე კი ეს რეგულაციები მოიხსნება. მისი თქმით, რეგულაციები 23:00 საათიდან დილის 7:00 საათამდე იმოქმედებს.


"დაჯარიმდება ის დაწესებულება თუ კერძო პირი, სადაც ხმაური არის 30 დეციბილზე მაღლა. ამას გააკონტროლებს საპატრულო პოლიცია. ყოველი მესამე ეკიპაჟი აღიჭურვება ხმაურმზომი აპარატით. თუ მოქალაქეს შეაწუხებს ხმაური, ის უნდა დაუკავშირდეს 112-ს, შემდეგ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები გამოცხადდებიან ადგილზე, შეამოწმებენ არის თუ არა სამართალდარღვევა და სამართალდარღვევის დამტკიცების შემთხვევაში ადგილზევე გამოწერენ ჯარიმას", - განაცხადა კობახიძემ.


მისივე თქმით, ხმაურის გადაჭარბების შემთხვევაში დაჯარიმდებიან როგორც კერძო პირები, ასევე იურიდიული პირები, მათ შორის რესტორნები და ბარები. საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, კერძო პირის შემთხვევაში პირველ ჯერზე ჯარიმა იქნება 150 ლარი, იურიდიული პირის შემთხვევაში 500 ლარი, განმეორებით შემთხვევაში კი როგორც კერძო, ასევე იურიდიული პირის მიმართ ჯარიმა გაორმაგდება. მისივე თქმით, არის სპეციალური საშუალებები და რესტორნებსა და ბარებს, რომელთა ბიზნესიც სწორედ ხმაურზეა გათვლილი, შეუძლიათ დაახშონ ხმა და ამით მოქალაქეები არ შეაწუხონ. როგორც კობახიძე განმარტავს, სამთვიანი შეღავათი დაუწესდებათ საკურორტო ზონებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი