ირაკლი გილაური: მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ მონაცემებს რომ შევხედოთ, ლარი უნდა გამყარდეს
03-06-2015, 04:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ლარის დევალვაცია თავიდან ბოლომდე არის რეგიონში შექმნილი მდგომარეობა და ამის პოლიტიზება არ შეიძლება, – ამის შესახებ “საქართველოს ბანკის” გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა განაცხადა.


“ჩვენი შეხედულებით ლარის დევალვაცია თავიდან ბოლომდე არის რეგიონში შექმნილი მდგომარეობა. ამის პოლიტიზირება არ შეიძლება. რეგიონში ტრილიონ დოლარზე მეტი გაქრა და ლარი ვერ იქნებოდა იმ ნიშნულზე, ეს ფიზიკურად შეუძლებელია, როცა რუბლი, გრივნა, თურქული ლირა, აზერბაიჯანული მანათი, ევრო დოლართან შედარებით დაეცა. ეს რეალურად არის დოლარის გამყარების ტენდენცია და არა ლარის დასუსტების. შესაბამისად, ფუნდამენტური ცვლილება, რაც საქართველოს ეკონომიკაში უნდა მომხდარიყო, უკვე მოხდა – ანუ იმპორტი შემცირდა, ექსპორტი შემცირდა. რაც შეეხება ტურიზმს, გვაქვს კარგი ტენდენცია – თითქმის 15%-იანი ზრდა. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ყველანაირი საფუძველი ვიფიქროთ, რომ ლარმა გამყარება დაიწყოს”, – განაცხადა გილაურმა.


მისივე განმარტებით, სავაჭრო დეფიციტი 18%-ით არის შემცირებული, ტურისტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზრდილია, ასევე იზრდება ვალუტის შემოდინება, შესაბამისად, “მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ მონაცემებს რომ შევხედოთ, ლარი უნდა გამყარდეს”.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი