კახა კალაძე: სააკაშვილი და ჩვენ თანამემამულეები აღარ ვართ
04-06-2015, 02:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვიცე-პრემიერ, კახა კალაძისთვის გაუგებარია, რატომ გახდა მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნის თემა “ამდენი ლაპარაკის“ საგანი. ამის შესახებ კახა კალაძემ ვიდეოდიალოგის ფორმატში საუბრისას განაცხადა.


„რაც შეეხება სააკაშვილის უკრაინაში შრომით მოწყობას, ჩემის აზრით ამ საკითხთან დაკავშირებით ამდენი ლაპარაკი არ ღირს. ეს არის ამ პიროვნების და მისი ამჟამინდელი დამსაქმებლის კომუნიკაციის შედეგი და არ მესმის, რატომ ვმონაწილეობთ ჩვენ უნებურად თუ შეგნებულად ამ პირის ამჟამინდელი საქმიანობის პიარში. მოკლედ შევეხები სააკაშვილის მოქალაქეობის თემას: არ ვაპირებ არც დიდაქტიკას მორალზე და შეგნებაზე და არც დისკუსიაში შესვლას ამ თემაზე მის თანამოაზრეებთან. უბრალოდ შეგახსენებთ რამხელა მნიშვნელობა აქვს საქართველოს მოქალაქეობას. თუნდაც „ნაციონალებს“ ეს ძალიან კარგად აქვთ გაცნობიერებული და ახლა ტყუილად კეკლუცობენ. გვახსოვს, პოლიტიკური საქმიანობის ხელის შეშლის მიზნით მათმა რეჟიმმა ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობა არ მისცა“, – განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა.


მისივე განმარტებით, როდესაც „ნაციონალები“ ხელისუფლებაში იყვნენ, მათ ძალიან კარგად ესმოდათ, თუნდაც რიგითი მოქალაქისთვის, რამხელა მნიშვნელობა აქვს ამ კუთვნილებას.


„სააკაშვილი და მისი გარემოცვა ისევ თავის ჩვეულ სტილში ორმაგი სტანდარტებით ცხოვრობს და დემაგოგობას განაგრძობს. ფაქტი ურყევია – სააკაშვილი და ჩვენ თანამემამულეები აღარ ვართ. აქვე აღვნიშნავ, რომ შეგნებულად არ გამიკეთებია „ნაციონალების“ შიდაპარტიულ პრობლემებზე და პერეტრუბაციაზე კომენტარი და არც არასდროს ვაპირებ, რომელიმე პარტიის შიდა კონფლიქტები განვიხილო. არაა ეს აქტუალური იმ ფონზე, როცა უამრავი სასაუბრო და სადისკუსიო თემაა ჩვენს ირგვლივ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.


ვიცე-პრემიერმა ვიდეოდიალოგის ფორმატში მოქალაქეების კითხვებს მეშვიდედ უპასუხა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი