ნოდარ ჯავახიშვილი: მთის კანონპროექტის განხილვას პარლამენტში სერიოზული წინააღმდეგობები შეხვდება
04-06-2015, 06:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტარები უფრო მეტს მოითხოვენ, ვიდრე დღეს ქვეყანას შესაძლებობა აქვს მთაში მცხოვრებ ადამიანებს შეღავათები გაუწიონ, ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. მინისტრის თქმით, მთის კანონპროექტის ამოქმედება ეტაპობრივად განხორციელდება და მთელ რიგ შეღავათებს ითვალისწინებს.


"ახლა შევთანხმდით საბოლოო ვარიანტზე და ის შემდეგ უკვე წავა პარლამენტში, სადაც დაიწყება განხილვები. ვშიშობ, რომ იქ სერიოზული წინააღმდეგობები შეგვხდება, იმიტომ რომ პარლამენტარები უფრო მეტს მოითხოვენ, ვიდრე დღეს ქვეყანას შესაძლებობა აქვს მთაში მცხოვრებ ადამიანებს შეღავათები გაუწიონ. ჩვენ ვთვლით, რომ გაცილებით მეტია გასაკეთებელი, მაგრამ დღეს ბიუჯეტს არ ექნება ამდენი შესაძლებობა, თუმცა თვითონ ტენდენცია იქნება ასეთი რომ სამი წლის განმავლობაში შევა ეს კანონი ძალაში მთლიანად და თუ პირველ, 2016 წელს იქნება 12 მილიონი დამატებით გამოყოფილი მთაში მცხოვრები ადამიანებისთვის, შემდეგ ჯერზე ეს იქნება 30 და შემდეგ ხდება 50", - განაცხადა ჯავახიშვილმა.


მისივე თქმით, გარდა ამ შეღავათებისა, რომელიც კანონის პროექტშია გაწერილია, მთის მოსახლოებისთვის ისედაც ბევრი რამ კეთდება, მათ შორის არის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც იქ ხორციელდება და დღესაც მიმდინარეობს. თუმცა რაც შეეხება კონკრეტულად ამ კანონპროექტს, ჯავახიშვილის განცხადებით, ეს იქნება საპენსიო დანამატი 20%-ის ოდენობით მთაში მცხოვრები მოსახლეობისთვის, მთაში მომუშავე ექიმებს და ექთნებს ექნებათ დანამატი. კერძოდ, ექიმები აიღებენ ორი პენსიის ოდენობას, ექთნები ერთი პენსიის ოდენობას, ასევე დანამატები ექნებათ პედაგოგებს და ა.შ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი