ბიძინა ივანიშვილი: საზოგადოება აღარ შფოთავს და დიდ ინტერესს აღარ წარმოადგენს ჩამოიყვანენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს
04-06-2015, 07:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი გაკოტრებული პოლიტიკოსია და მან უკვე შალვა ნათელაშვილს გადააჭარბა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, "საზოგადოება აღარ შფოთავს და დიდ ინტერესს აღარ წარმოადგენს ჩამოიყვანენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს".


ივანიშვილის თქმით, მისთვისაც საინტერესოა, როგორ მოიქცევა იუსტიციის სამინისტრო, სხვა ორგანოები, ვისაც აქვთ უფლებამოსილება, თუმცა ამავდროულად აცხადებს, რომ მისთვის საინტერესო არ არის მიხეილ სააკაშვილი.


"სააკაშვილი არის გაკოტრებული პოლიტიკოსი. აკეთებს ისეთ განცხადებებს, რომელთაც არანაირი საფუძველი აღარ აქვს. აღარც ვკითხულობ მის გამოსვლებს. მან მიაღწია ეტალონს და გადააჭარბა ნათელაშვილს. მე მგონი, ამ დონეზე დავიდა საკუთარი განცხადებებითა და ქმედებებით. მე მგონი, თქვენი ინტერესიც ნაკლებია", - განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ ევროპაშიც და ამერიკაშიც გაიგეს მიხეილ სააკაშვილის როლის თაობაზე. ასევე ხალხი თავდაპირველად უფრო აგრესიულად ითხოვდა მის პასუხისგებას. დღეს ყველაფერი დალაგდა და ხალხს ამის ნაკლები ინტერესი აქვს.


კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი