საკანონმდებლო ცვლილება მთავარი პროკურორის ახალი კანდიდატურის წამოყენებას და არჩევას იწვევს
04-06-2015, 07:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"პროკურატურის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომლის ერთ-ერთ მთავარ სიახლეს მთავარი პროკურორის ახალი წესით დანიშვნა-გათავისუფლება წარმოადგენს, მთავარი პროკურორის ახალი კანდიდატურის წამოყენებასა და არჩევას იწვევს.


გამომდინარე აქედან, დღის წესრიგში მოქმედი მთავარი პროკურორისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დგება, თუმცა პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტი პერსონალურად მოქმედი მთავარი პროკურორის ხელახალი წარდგენის შესაძლებლობას არ ზღუდავს.


იმ შემთხვევაში თუკი პარლამენტი იურიტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ და მთავრობის წარდგენილ პროექტს გაიზიარებს, მთავარი პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნა ერთი მხრივ, საპროკურორო საბჭოს და ასევე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მონაწილეობით მოხდება.


პროექტის გათვალისწინებით, კანონის ამოქმედებიდან ორი თვის ვადაში პარლამენტმა და პროკურორთა კონფერენციამ საპროკურორო საბჭოს წევრთა არჩევა უნდა უზრუნველყოს. პარლამენტისა და პროკურორთა კონფერენციის მიერ საპროკურორო საბჭოს წევრთა არჩევისთანავე, იუსტიციის მინისტრმა უნდა უზრუნველყოს საპროკურორო საბჭოს პირველი სხდომის მოწვევა და ახალი კანონით გათვალისწინებული წესების შესაბამისად, მთავარი პროკურორის ასარჩევად საჭირო პროცედურების დაწყება.


პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი მთავარი პროკურორის უფლებამოსილების ვადად 6 წელს განსაზღვრავს და აღნიშნულ თანამდებობაზე ერთი და იგივე პირის ზედიზედ ორჯერ დანიშვნას კრძალავს.


"პროკურატურის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში განიხილეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი