აკაკი ხორავას სახელობის სენაკის სახელმწიფო დრამატულ თეატრში დიდი ქართველი მსახიობის აკაკი ხორავას დაბადებიდან 120 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა.
გამოჩენილი მსახიობის იუბილეზე სენაკს ცნობილი მსახიობები, რეჟისორები, ხელოვნებათმცოდნეები, ასევე მარჯანიშვილის, რუსთავის, გორის, ზუგდიდის, ოზურგეთის, თელავის, ცხინვალის თეატრალური დასების წარმომადგენლები სტუმრობდნენ.
ღონისძიება აკაკი ხორავას ცხოვრებისადმი მიძღვნილი ლიტერატურული კომპოზიციით გაიხსნა. მაყურებელს საშუალება ჰქონდა ენახა უნიკალური კადრები აკაკი ხორავას შემოქმედებიდან.
საქართველოს თეატრალური საზოგადოების პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით, დაარსდა აკაკი ხორავას სახელობის პრემია, რომელიც ქართული თეატრის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მსახიობ თენგიზ არჩვაძეს გადაეცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.