ანზორ ქოქოლაძე: ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ბიზნესმა ამოისუნთქა!
08-06-2015, 04:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ტექნობუმის" დამფუძნებელი ანზორ ქოქოლაძე, რომელსაც სააკაშვილის რეჟიმის დროს ქონება უკანონოდ ჩამოართვეს, დღეს ქვეყნის ბიზნეს-გარემოს რადიკალურ გაუმჯობესებაზე გაზეთ „ასავალ-დასავალს" ესაუბრა.


„თამამად შეიძლება ითქვას - ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ბიზნესმა ამოისუნთქა! საკუთარ თავზე გამოვცადე, რას ნიშნავს საგადასახადოს მხრიდან ობიექტური დამოკიდებულება. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიაში 20 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა დეტალური ფინანსური საგადასახადო შემოწმება, თანამშრომლების 90 პროცენტს ეს საერთოდ არ უგრძვნია, მუშაობის პროცესში ხელი არ შეგვშლია, საგადასახადო შემოწმების შედეგებიც აბსოლუტურად ობიექტური იყო! არადა, წინა ხელისუფლების დროს, როცა საგადასახადო შემოცვივდებოდა, მაღაზიები ილუქებოდა, კომპანიის პარალიზება ხდებოდა, ციფრიც კი წინასწარ იყო ცნობილი, რამდენი ნული უნდა დაერიცხათ „ზემოდან", - განაცხადა ქოქოლაძემ.

 

კომენტარები: 3
#3   ალექს
      
დიდი მადლობა ბიძინას,მაგრამ შუა გზაში მიატოვა საქმე,ვთქვათ და დაკარგა ძალა,ისე შეგესევიან თავიდან რომ ძველ და ახალ ჯარიმას ერთად ამოიღებენ და ლუქს ისეთს დაგადებენ,ცხოვრებაში ვერ მოიხსნი სისტემა უნდა შეეცვალა ,არაა შორს საძებნი,ამ პლანეტაზეა ,ამერიკაში,გამოგონილია მათმიერვე,მარსიდან არ ჩამოუტანიათ,იმათ კანონში სწერია რომ,მართალია კანონი უზენაესი და სწორია,მაგრამ გადასახადის გადამხდელია ყოველთვის მართალი და სახელმწიფომ უნდა დაამტკიცოს რომ გადამხდელმა წინასწარი განზრახვით და არა კანონის ცხრამაგი გაგების გამო როგორც ჩვენია,დამალა შემოსავალი და შეამცირა გადასახადი.
ასევე სწერია რომ თუ კანონი მართლა ორმაგად და მეტგვარად იკითხება-ის იკითხება გადამხდელის სასარგებლოდ
თუ ახალი კანონი აუარესებს გადამხდელის მდგომარეობას ,ის ძალაში მომავალი წლის ბოლოდან შედის,თუ აუმჯობესებს-დაუყოვნებლივ.
კიდევ ის სწერია,რომ თუ გადამხდელი საგადასახადოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება,მის წინააღმდეგ სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე აღსრულების ღონისძიებები ვერ გატარდება,და თუ მაინც შეეშალა დათვლა და გამტყუნდება,გადაუვადებენ,აცლიან,კანდალებს არ დაადებენ, და ალიასკაზე არ გადაასახლებენ,ცოლშვილს ქუჩაში არ დაუყრიან და მის მუშა მოსამსახურეეებს უმუშევართა რიგში არ ჩააყენებენ.
ბოლოს სწერია,რომ არ მოხდება,მაგრამ თუ მოხელე გადამხდელს არჩადენილ ეკონომიკურ დანაშაულს დააბრალებს და ვერ დაამტკიცებს,თავად ზუსტად ისე აგებს პასუხს როგორც დანაშაულის ჩამდენი,სახელმწიფო კი ზღვს ზარალს!!!!
2 ივლისი 2015 23:01
#2   ლეილა როდინაძე
      
რომ შემოვარდებოდნენ კომპანიაში გეგონებოდა განგსტერები ვიყავით ,,ხელები მაღლაო,, არ აინტერესებათ საწყობებში მალფუჭებადი საქონელი იყო თუარა, მაგათი თვეობით დალუქული სასურსათო პროდუქტებით სავსე საწყობების ჭუჭრუტანებიდა მატლები მოცოცავდნენ, აი ვინ იყვნენ ნაცები, ბიზნესმა ნამდვილად ამოისუნთქა, მადლობა ბიძინა ივანიშვილს ჯერ იმიტომ რომ პატიმრობიდან გაგავათავისუფლა და მოგვცა თავისუფლად სუნთქვის საშუალება
10 ივნისი 2015 11:28
#1   TAMARI
      
ნათელი დგესავით სჩანს,მსგავსი შევიწროება არ შეიმჩნევა,დიდი იმედის მომცემია შიში რომ არ რის მაკონტროლებელი ორგანოების მხრიდან,ასე თუ გაგრძელდება ქვეყანა ფეხზე დადგება,მადლობა გმერთს მაგ ადამიანის საქართველოში დამკვიდრებისათვის ეგ მთელი მოსახლეობის უდიდესი იმედია.
9 ივნისი 2015 11:44
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი