პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 34 %-ით შემცირდა
09-06-2015, 03:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ 2015 წლის I კვარტლის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2015 წლის I კვარტალში 175 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2014 წლის I კვარტლის წინასწარ მონაცემებზე 34 პროცენტით ნაკლებია.


საქსტატის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, 2015 წლის I კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემომავალმა ნაკადებმა 444 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.


სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2015 წლის I კვარტალში უმსხვილესი პირდაპირი უცხოური ინვესტორი ქვეყნების პროცენტული სტრუქტურის მიხედვით, პირველ ადგილზე აზერბაიჯანი იმყოფება - 34 პროცენტით, მეორეზე თურქეთი - 15 პროცენტით, ხოლო მესამეზე რუსეთი - 13 პროცენტით.


საქსტატის ცნობით, უმსხვილესი სექტორების წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2015 წლის I კვარტალში 97 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში განხორციელდა და 146 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 83 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება მშენებლობა 24 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - სამთომოპოვებითი მრეწველობა 18 მლნ. აშშ დოლარით.


სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საბანკო სექტორში, 2015 წლის I კვარტალში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები უარყოფითი ნიშნით დაფიქსირდა და - 18 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

კომენტარები: 1
#1   nini
      
ამ დაულაგებელი სიტყვაცის გამო კიდევ კარგად არის ყველაფერი
dolaris kursi lartan dges www.dolariskursi.com
24 ივნისი 2016 07:41
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი