გუგული მაღრაძე: მცოდნე ადამიანი საჯარო სამსახურში 2 000 ლარად არ გაგიჩერდება
09-06-2015, 04:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„სერიოზული მცოდნე ადამიანი საჯარო სამსახურში 2 000 ლარად არ გაგიჩერდება“, – აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.


ჟურნალისტის კითხვაზე, იზიარებს თუ არა ის ქუცნაშვილის ინიციატივას, რომლის თანახმადაც მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ სამინისტროებში გარკვეული პერიოდი პრემიები აღარ უნდა გაიცეს, მაღრაძემ აღნიშნა, რომ სახელმწიფო სექტორში დასაქმებული ადამიანი არ უნდა ფიქრობდეს იმაზე, სად იშოვოს ფული ოჯახისთვის. მაღრაძე მიიჩნევს, რომ სახელწიფო სამსახურების კონკურსებზე გამოცხადებული ვაკანსიები რეალურია და „მაგარი სპეციალისტი დღეს სახლში არ ზის“.


„ადამიანს, რომელიც სახელმწიფო სამსახურში მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს, არ უნდა ჰქონდეს არც ცდუნება და არც გასაჭირი იმისა, იფიქროს იმაზე, ხვალ და ზეგ საიდან იშოვოს ფული ოჯახისთვის. უნდა ჰქონდეს ნორმალური შემოსავალი. დღეს საჯარო სამსახურიდანაც ხდება გადინება. იმიტომ რომ სერიოზული მცოდნე ადამიანი საჯარო სამსახურში 2 000 ლარად არ გაგიჩერდება. თუ საჯარო სამსახურში კარგი სპეციალისტი არ გაჩერდა, მიღებული გადაწყვეტილებები იქნება იმდენად არასწორი, რომ ყველას დაგვაკლდება. როცა სხვა ადამიანი ასეთ კადრს 6 000-ს სთავაზობს, მაშინ შეწირული უნდა იყოს, რომ თქვას, არ წავალო. მაგარი სპეციალისტი დღეს სახლში არ ზის და დასაქმებულები არიან. ვისაც სამუშაო უნდა, ის ყოველთვის იშოვის“, -აღნიშნა გუგული მაღრაძემ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი