ირაკლი ღარიბაშვილი: ვერც ერთი პრობლემის გადაჭრა ვერ მოხერხდება ძლიერი, განათლებული თაობის გარეშე
10-06-2015, 03:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვერც ერთი პრობლემის გადაჭრა ვერ მოხერხდება სათანადო, ძლიერი, განათლებული თაობის გარეშე, ჩვენ უნდა შევძლოთ განათლების სისტემაში ძირეული ცვლილება - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეროვნულ ბიბლიოთეკაში სახელმწიფო კონკურსში გამარჯვებულ დოქტორანტებთან შეხვედრაზე განაცხადა.


პრემიერის განმარტებით, ძლიერი და განათლებული თაობის გარეშე ვერ მოხერხდება ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევა.


"ჩემთვის განსაკუთრებულად საინტერესოა თქვენთან შეხვედრა, თქვენთან საუბარი იმდენად, რამდენადაც მეც ჯერ კიდევ სტუდენტის ასაკში ვარ, თუმცა ხუმრობის გარეშე,  მართლაც ყოველთვის მაინტერესებს, რას ფიქრობს ჩვენი ახალგაზრდობა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. მიმაჩნია, რომ თქვენ ხართ ის საზოგადოება, რომელიც ყველაზე სწორად ხედავს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და მათ ყველაზე ობიექტურად აფასებს. რაც მთავარია, თქვენ ხართ განვითარებაზე ორიენტირებული საზოგადოება. თქვენთვის მთავარი მამოძრავებელია სწორედ ცოდნა და განათლება, რაც უნდა იყოს 21-ე საუკუნის საქართველოს მთავარი ფუნდამენტი და რასაც უნდა დაეფუძნოს ძლიერი, ქართული სახელმწიფოს მშენებლობა. ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ სხვადასხვა დარგის განვითარებაზე. ვიცით, რომ მთავარი გამოწვევაა ეკონომიკა, უმუშევრობა და ა.შ., მაგრამ ჩვენ გვავიწყდება მთავარი – ვერც ერთი პრობლემის გადაჭრა ვერ მოხერხდება სათანადო, ძლიერი, განათლებული თაობის გარეშე, ჩვენ უნდა შევძლოთ განათლების სისტემაში ძირეული ცვლილება და ის, რომ ამ კუთხით დავეწიოთ განვითარებულ მსოფლიოს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, აუცილებელია საქართველომ ფეხი აუწყოს წარმატებული ქვეყნების განვითარების ტემპებს.


"ტემპი, რომელიც ჯერ კიდევ არის ჩვენს ქვეყანაში, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ადეკვატურად ვუპასუხოთ გამოწვევებს, რომელიც დღევანდელი მსოფლიოს წინაშეა. საქართველო მართალია პატარა ქვეყანაა, მაგრამ არის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე რეგიონში თავისი ადგილმდებარეობით, გამორჩეული და ნიჭიერი ხალხით. ამიტომ, რა თქმა უნდა, ის უნდა იყოს ადეკვატური იმ გამოწვევებთან მიმართებაში, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა იმყოფება", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი