მერაბ ქვარაია: ზუგდიდში ახალი სამედიცინო კომპლექსი აუცილებლად აშენდება
06-02-2014, 19:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კოალიცია "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირება იმის შესახებ რომ, ზუგდიდში უნდა აშენებულიყო ახალი საავადმყოფო, რომელიც როგორც ადგილობრივ, ასევე აფხაზეთის მოსახლეობას შეღავათიანი ფასებით უნდა მომსახურებოდა, ბიძინა ივანიშვილის მედიის წამომადგენლებთან 4 თებერვალს გამართული შეხვედრისას განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.

 


ამ საკითხზე კომენტარისთვის guardian.ge ზუგდიდის ადგილობრივ ხელისუფლებას დაუკავშირდა. როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილემ მერაბ ქვარაიამ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ეს პროექტი აუცილებლად განხორციელდება და ის წინასაარჩევნო დაპირებად არ დარჩება.

 

 

"ბატონი სერგეენკო ორჯერ იმყოფებოდა ზუგდიდში, სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით. მინდა გითხრათ, რომ ზუგდიდში არა მარტო ახალი საავადმყოფო, არამედ სასწავლებელიც უნდა გაიხსნას, რომელიც მოემსახურება როგორც ადგილობრივ, ასევე აფხაზეთის მოსახლეობას. მომსახურება იქნება ძალზე შეღავათიანი ფასებით, ან შეიძლება ითქვას უფასოც კი. ასევე საავადმყოფოს ექნება სასტუმროს ტიპის შენობა, სადაც ავადმყოფების ნათესავები, რომლებიც იქნებიან სხვა რაიონებიდან, ან ენგურს გაღმა მცხოვრებნი, გაჩერდებიან და დაისვენებენ. ეს პროექტი აუცილებლად განხორციელდება და ზუგდიდს უახლესი სამედიცინო ტექნიკით აღჭურვილი სამედიცინო კომპლექსი ექნება", - განაცხადა მერაბ ქვარაიამ.

 

 


შეგახსენებთ, რომ ექს-პრემიერმა ივანიშვილმა, 4 თებერვალს მის მიერ დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია "მოქალაქის" პრეზენტაციისას, აღნიშნული თემით დაინტერესებულ ერთ-ერთ ჟურნალისტს ასეთი პასუხი გასცა: "საავადმყოფოს პროექტირება მიმდინარეობს და ძალიან სერიოზული მუშაობაა დაწყებული ამ მიმართულებით. გადაამოწმეთ ეს სერგეენკოსთან. ჩემს დროს პროექტირების ეტაპი უკვე სრულდებოდა...".

 

 

 

 

კომენტარები: 1
#1   MONIKA
      
მოგესალმებით,ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია ასთი პროექტების განხორციელება, რათა მოსახლეობა იყოს უზრუნველყოფილი ჯანდაცვის საკითხში. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ აუცილებლად გადაწრის ამ საკითხს ცჰვენი მუნიციპალიტეტი და მაქსიმალურად შეეცდებაა პროექტის დასრულებას.
9 აპრილი 2014 23:21
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი