დევიდ კრამერი: საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა არეულია... უკეთესი იქნება ივანიშვილი პოლიტიკას საჯაროდ დაუბრუნდეს
11-06-2015, 02:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკელი ექსპერტი დევიდ კრამერი აცხადებს, რომ საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა არეულია და ბიძინა ივანიშვილი მთავრობაზე დიდ გავლენას ახდენს. მისი აზრით, უკეთესი იქნება ივანიშვილი პოლიტიკას საჯაროდ დაუბრუნდეს, რაზეც, მისი თქმით, თბილისში ყოფნის დროს, არაერთი საუბარი მოისმინა.


ამის შესახებ ნათქვამია "ამერიკის ხმის" ქართული რედაქციის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.


კრამერის შეფასებით, "ერთი ძალიან მდიდარი ადამიანი ქვეყანას კულისებიდან ოფიციალური ტიტულის გარეშე მართავს."


მისივე თქმით, ქვეყანას ჰყავს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი, რომლებიც ერთმანეთთან ვერ რიგდებიან. ამ ფონზე, "ნაციონალურმა მოძრაობამ" არჩევნებში დამარცხების შემდეგ გარდაქმნა, განახლება და მოსახლეობის მხარდაჭერის მოპოვება ვერ მოახერხა.


"პოლიტიკური ძალის გამყარების ნაკლებობამ პარტიის ზოგიერთი წევრი "ნაციონალური მოძრაობის" მომავალზე დააფიქრა," - აცხადებს კრამერი.


მისი თქმით, ახლა უკვე პარტიიდან წასული წევრები იმ არჩევანის წინაშე იდგნენ "დარჩენილიყვნენ თუ არა პარტიის შემადგენლობაში და შიგნიდან ეცადათ მისი გარდაქმნა, თუ გამოსულიყვნენ პარტიიდან და სისტემის ერთგვარი შოკით ის გარედან შეეცვალათ."


კრამერს მიაჩნია, რომ საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა არეულია და ბიძინა ივანიშვილი მთავრობაზე დიდ გავლენას ახდენს. მისი აზრით, უკეთესი იქნება ივანიშვილი პოლიტიკას საჯაროდ დაუბრუნდეს, რაზეც, მისი თქმით, თბილისში ყოფნის დროს, არაერთი საუბარი მოისმინა.


"საქართველოში პოლიტიკა საკმაოდ არეულია. არეული პოლიტიკა ავტომატურად არ ნიშნავს რაღაცა ნეგატიურს. ის პარტიებს ხშირად მკვეთრი გზავნილების ჩამოყალიბებისკენ, ეფექტურობისკენ, მმართველობის გაუმჯობესებისა და დანაპირების შესრულებისკენ უბიძგებს. რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, ახლახან დავბრუნდი საქართველოდან. ყოფილი პრემიერ-მინისტრის როლი მაღელვებს. არმგონია, რომ ეს ჯანსაღი მიდგომა იყოს. თუ მას ამ როლის შესრულების გაგრძელება სურს, უკეთესი იქნებოდა ჩრდილიდან გამოვიდეს და ანგარიშვალდებულება საჯაროდ იკისროს. ჩემი საქართველოში ყოფნის დროს იმაზე ლაპარაკი, რომ ეს ასეც მოხდება უკვე იყო", - აცხადებს კრამერი.
კრამერს მიაჩნია, რომ საქართველოში პოლიტიკური პარტიების სიმრავლე საჭირო არ არის და უკეთესი იქნებოდა თუ ისინი კონკრეტული იდეოლოგიური პრინციპების გარშემო გაერთიანდებოდნენ. ამით ამომრჩეველი პოლიტიკურ ძალებზე მეტი პასუხისმგებლობის დაეკისრებას შეძლებს. ანგარიშვალდებულებას კრამერი "ნაციონალური მოძრაობის" არჩევნებში დამარცხებასაც უკავშირებს.


"საქართველოს არ სჭირდება პოლიტიკური პარტიების რაოდენობის გაზრდა. არსებული პარტიები უნდა შეიცვალოს, განახლდეს და გარდაიქმნას იმისთვის, რომ მათ ამომრჩევლის საჭიროებები უკეთესად დაკმაყოფილონ. ჩემი აზრით, "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში ძალიან დიდ ხანს იყო. ის, რომ ისინი დამრცხდნენ, ქართველ ხალხზე ძალიან კარგად მეტყველებს. ქართველებს არ სურთ ერთი და იგივე ლიდერები დიდი ხნის განმავლობაში, ისე როგორც ეს რუსეთში ან რეგიონის სხვა ქვეყნებში ხდება. საქართველოში ამომრჩეველმა "ნაცმოძრაობას" ანგარიშვალდებულება დააკისრა, გადაწყვიტა, რომ ცვლილების დრო მოვიდა და ისინი აღარ აირჩია. ეს ძალიან ბევრს მეტყველებს ქართველებზე. თუმცა, ხდება ისეც, რომ ცვლილება ყოველთვის ვერ აკმაყოფილებს ხალხის მოლოდინს. ლიდერებისთვის ხმის მიცემას ყოველთვის შედეგი მოჰყვება. ქართველი ამომრჩეველი ახლა სწორედ ამ შედეგებს აცნობიერებს", - აცხადებს კრამერი და განაგრძობს:



"საქართველო პატარა ქვეყანაა, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს და ყველამ იცის რას აპირებს მისი ოპონენტი. ამ ეტაპზე, პროგნოზების გაკეთება რთულია. იმედი მაქვს, რომ ენმ-დან ერთი ჯგუფის გამოყოფით ქვეყანაში პოლიტიკური გაერთიანების და არა დაყოფის პროცესი დაიწყება. თუ ქვეყანაში ბევრი პოლიტიკური პარტიაა, მაშინ ამომრჩევლის წინაშე პასუხისმგებლობის შემცირება ბუნებრივად ხდება. კოალიციური მთავრობები ზოგ ქვეყანაში კარგად მუშაობს, ზოგში - ნაკლებად. ბევრი პარტიის ქონა ამომრჩევლისთვის საუკეთესო ვარიანტი არ არის. იმედია, საქართველოში პარტიები არ დაიყოფა და ახალი ძალების შექმნის ბევრი ძალისხმევა არ იქნება. ასევე იმედი მაქვს, რომ ქვეყანაში იქნება გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და ის ადამიანები, რომლებიც ტიტულით პარტიის ხელმძღვანელები არიან სინამდვილეშიც ასე იქნებიან და სხვების გავლენის ქვეშ არ მოექცევიან", - აცხადებს კრამერი.

 

კომენტარები: 2
#2   ალექსანდრე დანელია
      
შევარდნაძის მოქკავშირის პროკომუნისტური სამოხელეო ბიუროკრატიული წყობა მის წინააღმდეგ განწყობილი ხალხის მასის მხარდაჭერით და კარის გადატრიალების შედეგად დაგვირგვინდა სააკაშვილის კლანური დიქტატურით,რაც ასევე კრახით დამთავრდა და ისევ ხალხის მასის მხარდაჭერით კიდევ უარესი "ქოც" მოვიდა ხელისუფლებაში,სამივე ერთი ძალის სამი ფრაქციაა სინამდვილეში,რომელთა წევრები მონაცვლეობენ ხან პოზიციაში,ხან ოპოზიციაში,ეს იმდენად ცხადია,რომ ყველამ ყველაფერი ვიცით ვინ ვისი ჯგუფელია,ვინ ნათლია და ხელისმომკიდე,მეგობარი,თუ უბნელ სოფლელი.
ყველა კლანი და კლანთა გაერთიანება გაშიფრულია.
ამიტომ მომავალ არჩევნებზე ამ სამ ძალას და მათ სატელიტებს ხალხის მასა ხმას არ მისცემს,ამისათვის იზრუნებს ახალი ახალგაზრდა პოლიტიკური ძალა-ხალხის მასის შვილები !!!!!
5 ივლისი 2015 10:38
#1   გივი გაგნიძე
      
ვიზიარებ ბ-ნი კრამერის მოსაზრებას პარტიების გაერთიანების აუცილებლობის შესახებ,ისეთ ქვეყანაში,როგორიც საქართველოა არ არის საჭირო ამდენი და თანაც ამბიციური პარტიის აგსებობა,სწორად დროულია დაიწყოს პარტიების გაერთიანება იდეოლოგიური ნიშნის მიხედვით.
12 ივნისი 2015 00:38
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი