არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია სხდომების გამცდენი დეპუტატების მიმართ სანქციების დაწესებას ითხოვს
11-06-2015, 06:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

არასამთავრობო ორგანიზციების: ,,სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის“ ,,ახალგაზრდა ადვოკატების“ ,,ახალგაზრდული თაობის“ და ,,პოზიციის“ მოსაზრებით, ქვეყნის საპარლამენტო ცხოვრების განვითარებისათვის აუცილებელია მოწესრიგდეს დეპუტატების მიერ საპარლამენტო სხდომებისა და საკომიტეტო მოსმენების გაცდენების მახინჯი პრაქტიკა.


აღნიშნულმა არსამთავრობო ორგანიზაციებმა დღეს მრგვალი მაგიდის ფორმატში იმსჯელეს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებებზე და შეთანხმდნენ შემდეგ საკითხებზე:


1) ოჯახური მდგომარეობის გამო პარლამენტის წევრის მიერ საპატიო მიზეზით სხდომების გაცდენის შინაარსი დაზუსტდეს, თუ რას ნიშნავს „ოჯახური მდგომარეობა“ და ჩაიშალოს სამ ნაწილად - ოჯახის წევრის გარდაცვალება, მეუღლის მშობიარობა, ოჯახის წევრის მძიმე ავადმყოფობა.


2) სასურველია, პარლამენტის წევრს არასაპატიო მიზეზით სხდომების გაცდენის გამო დაუკავდეს ხელფასის 20%. (ამჯამინდელი რედაქციით 10%).


3) პარლამენტის წევრებს არასაპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში დაუკავდეთ ხელფასის გარკვეული ნაწილი,რომელიც გადაირიცხება სოციალურად დაუცველი ან/და მძიმე დიაგნიზის მქონე ადამიანის/ადამიანების ანგარიშებზე, ქველმოქმედების მიზნით.


არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები შეთანხმდნენ, რომ აქტიურ რეჟიმში განაგრძობენ ამ საკითხებზე მუშაობას.


ა(ა)იპ ,,სამოქალაქო ჩართულობის ცენტრმა“, 2015 წლის მარტში ჩაატარა კვლევა „საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის 2012-2015 წლების საქმიანობის მონიტორინგი“. კვლევის მიხედვით, ყველაზე მეტად პარლამენტის წევრები პლენარულ სხდომებსა და საკომიტეტო მოსმენებს საპატიო მიზეზით - ოჯახური მდგომარეობის გამო აცდენენ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი