„ერთ-ერთი, ვისაც რეჟიმი სასტიკად შეეხო, მეც ვარ“ - მერაბ ქვარაია დარწმუნებულია, რომ შალვა თადუმაძე ყველაფერს გააკეთებს სააკაშვილის დროს უკანონოდ დასჯილთა ღირსების აღსადგენად
16-07-2018, 21:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„შალვა თადუმაძე არის ადამიანი, რომელმაც იცის როგორც რეჟიმთან ბრძოლის, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის ფასი“, აცხადებს ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია, რომელიც იმედს იტოვებს, რომ ახალი მთავარი პროკურორი ყველაფერს გააკეთებს იმ ადამიანების ღირსების აღსადგენად, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმის დროს უკანონოდ დაისაჯნენ:

 


„დარწმუნებული ვარ ის ყველაფერს გააკეთებს იმ ადამიანების ღირსების აღსადგენად, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმის დროს უკანონოდ დაისაჯნენ და სახელმწიფოსგან დღემდე ელიან სამართლიან ვერდიქტს. ერთ-ერთი ვისაც რეჟიმი სასტიკად შეეხო, მეც ვარ. ასეთი ადამიანის რიცხვი საქართველოში არაერთია, განსაკუთრებით კი სამეგრელოში.

 


ამ განაჩენების გადახედვა უკანონოდ სასჯელმოხდილებს ვერანაირად ვერ დაუკომპენსირებს წლებს, რომლებიც ციხე-საპატიმროებში უმძიმეს პირობებში გაატარეს, ხშირად ჯანმრთელობის და სიცოცხლის ფასადაც, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ეს სახელმწიფოს ვალდებულებაა და უნდა შესრულდეს“, აცხადებს მერაბ ქვარაია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი