112 – ს ოპერატორი თამარ პაჭკორია – სტიქიის დროს ძალიან ბევრმა პატრულის თანამშრომელმა და მაშველმა თავგანწირვა უჩვენა
16-06-2015, 04:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

112 – ს ცვლის უფროსი თამარ პაჭკორია 13-14 ივნისის თბილისის საშინელი ტრაგედიის დროს მისი და მომიჯნავე სამსახურების მუშაობის შესახებ TV Free -ს უყვება და ამბობს, რომ სტიქიური უბედურების ზონაში პატრულის თანამშრომლებმა და მაშველებმა მაქსიმუმი გააკეთეს დაზრალებულთა დასახმარებლად და არაერთმა მათგანმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს  დაზიანებები და ტრამვები მიიღო. თამარ პაჭკორიას თქმით, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 112 დროულად არ უშვებდა ბრიგადებს გამოძახების ადგილებში და არ პასუხობდა ზარებს, არასწორია.  

 

მოგვიყევით მოკლედ, რა ხდებოდა 13 ივნისის ღამეს 112-ში?

 


ძლიერი წვიმის შემდეგ, როგორც კი დაფიქსირდა პირველი ზარი სტიქიასთან დაკავშირებით, პირველ რიგში რომ მივხვდით მასშტაბურობას, გამოძახებული იქნა დამატებითი ჯგუფები, ოპერატორებს და დისპეჩერებს ვგულისხმობ. ორი, სამი ცვლა ერთდროულად მუშაობდა, საგანგებო რეჟიმზე გადავიდა სრულიად 112 და არა მარტო 112 , ყველა მომიჯნავე სამსახური თავისთავად,  სასწრაფო დახმარება, სახანძრო-სამაშველო და საპატრულო სამსახურები. დამატებითი  ასეულები იქნა გამოძახებული. ძალიან დიდი რაოდენობით შემოდიოდა ზარები, ფაქტობრივად უპრეცედენტო რაოდენობა, ბოლო რამოდენიმე საათში იმდენი, რაც  არ შემოდის ორი, სამი დღის განმავლობაში, რამაც თავისთავად გამოიწვია რამდენიმეწუთიანი ინტერვალები პასუხებისას, თუმცა ყველა ოპერატორი იყო ჩართული, შესვენების გარეშე მუშაობდნენ. თვითმხილველი და მონაწილე  ვარ ამ ყველაფრის. ყველა შემთხვევის ადგილი პარალელურად გადაეცემოდა ყველა სამსახურს – სამაშველოს, სასწრაფოს. ბრიგადები იდგნენ სპეც.დავალებით და ყველა გამოყვანილ მოქალაქეს ეხმარებოდნენ. უბრალოდ ერთი მომენტი იყო ის, რომ მისასვლელი გზა არ იყო და ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის რომ მაქსიმალურად მისულიყვნენ დაზარალებულებთან. ყველა იყო მობილიზებული და ყველა ჩვენი მომიჯნავე სამსახური მუშაობდა საგანგებო რეჟიმში.

გავრცელდა ხმები, რომ დროულად არ უშვებდით ბრიგადებს, არ პასუხობდით ზარებს. რას გვეტყვით ამის შესახებ?

 


ეს ნამდვილად არასწორი ინფორმაციაა. იყო სამი ძირითადი ცვლა, ერთი სარეზერვო ჯგუფი იყო კიდევ გამოძახებული, მეც აქ ვიყავი, ცვლის სხვა უფროსებიც და უბრალოდ ზარების უპრეცედენტო რაოდენობამ გამოიწვია პასუხების დაყოვნება. საქმე იმაშია, რომ ტექნიკურად არ არის შესაძლებელი, ერთდროულად მოხდეს პასუხის გაცემა ორას ზარზე.  არავის არ ეთიშება ზარი, ყველა ზარი ფიქსირდება, ისიც კი ფიქსირდება, ოპერატორი თიშავს თუ ინიციატორი. აქედან გამომდინარე, ნამდვილად არ არის ეს სიმართლე და ინფორმაციები ყველა სამსახურზე იყო სწრაფად გადაცემული. თუ ვინმე ვერ მიდიოდა დაზარალებულამდე, მხოლოდ იმის გამო, რომ  მისასვლელი არ იყო უბრალოდ, სტიქია იყო იმდენად ძლიერი, რომ ფიზიკურად ვერ ხერხდებოდა მისვლა. თუმცა ყველა სამსახური იყო ადგილზე და რაც შეეძლოთ აკეთებდნენ მაქსიმალურად. ძალიან ბევრმა პატრულის თანამშრომელმაც თავი გაწირა და ტრამვები აქვთ მიღებული, მანქანები მათიც წაღებულია წყლის მიერ და ასევე მაშველებმაც ბევრმა მიიღო დაზიანება და როგორც გვაქვს ინფორმაცია, დაკარგულიც უნდა იყოს მაშველი. აქედან გამომდინარე, იმის თქმა, რომ ვინმე არ მივიდა დაზარალებულებთან, ცოტა არაკორექტული ნათქვამია.



შეგიძლიათ გვითხრათ როგორ ზარები შემოდიოდა, რას ითხოვდნენ კონკრეტულად?

 


კონკრეტულად რაც იყო მეწყერის შესახებ, წყალდიდობის შესახებ, შუქი არ ჰქონდათ, გამოყვანას ითხოვდნენ, იყვნენ დაზარალებულები, რომელთაც წყალმა ავტომანქანები გასტაცა. დღემდე გრძელდება ეს ზარები, მანქანას ეძებენ, პიროვნებას ეძებენ, და ასე შემდეგ.  ძირითადად, შველას ითხოვდნენ, დატბორილი იყო მათი სახლები, შლამი იყო და გამოყვანა უნდოდათ ხალხის.



დაკარგულების შესახებ ხომ არ გაქვთ ინფორმაცია? მაგალითად რაოდენობა რამდენია ამჟამად?

 


ეს უკვე პრეს-ცენტრს უნდა მიმართოთ, დაკარგულების, გარდაცვლილების შესახებ ინფორმაციას იქ მოგაწვდიან. ამაზე სამწუხაროდ მე ვერ გაგცემთ პასუხს, არ მაქვს უფლება, მიმართეთ პრესცენტრს და ყველა ინფორმაცია საჯაროა, როგორც ვიცი. უნდა ითქვას, რომ ცოცხლად ნაპოვნი ადამიანებიც არსებობს.

თუ ყოფილა შემთხვევა რომ გამოჩენილიყო დაკარგული ადამიანი, რომელიც მისიანებს ვერ უკავშირდებოდა?
იცით რა, ესეც ცოტა ისეთი ინფორმაციაა, გვაქვს ცოცხლად ნაპოვნი ადამიანების შესახებ ინფორმაცია, გვაქვს გვამების შესახებაც და დაკარგულების, მაგრამ ამ ინფორმაციების გასაჯაროვება უკვე სხვა სამსახურის პრეროგატივაა.

 

ნათია მელქაძე

TV Free

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი