ა/ო “პოზიცია”, ჯგუფ “ვაკის პარკის” სოლო კონცერტით საზოგადოებას საქველმოქმედო ღონისძიებაში ჩართვისაკენ მოუწოდებს
16-06-2015, 05:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

არასამთავრობო ორგანიზაცია “პოზიცია” საზოგადოებას მცირეწლოვანი ბარბარე გოგოლაძის დასახმარებლად საქველმოქმედო ღონისძიებაში ჩართვისაკენ მოუწოდებს.  


ორგანიზაციის ახალი პროექტის – ქუჩის მუსიკოსები სოციალურად დაუცველი ადამიანების დასახმარებლად – ფარგლებში 18 ივნისს , კლუბ One Side -ში 20 საათზე მორიგი ღონისძიება გაიმართება. ამჯერად კლუბში ქუჩის მუსიკოსებისა და ჯგუფ “ვაკის პარკის” სოლო კონცერტი შედგება და ღონიძიებიდან შემოსული თანხა მთლიანად გადაეცემა გოგოლაძეების ოჯახს, რომლის მცირეწლოვანი შვილიც,  ბარბარე უცხოეთში გადაუდებელ სამედიცინო ოპერაციას საჭიროებს.
“პოზიციის” ორგანიზებით მაისში უკვე ჩატარდა ანალოგიური ღონისძიება, რომელზე შემოსული ფულადი შემოწირულობაც 15 წლის მოზარდის, სოციალურად დაუცველი მიხეილ სხვიტარიძის ოჯახს გადაერიცხა.

 
18 ივნისის ღონისძიებაზე ასევე პატივს მიაგებენ თბილისში 13 – 14 ივნისს მომხდარი სტიქიური უბედურების დროს დაღუპულთა ხსოვნას. საღამოზე გამოცხადდება სტიქიისას დაზარლებულთა დასახმარებლად შექმნილი სპეციალური ანგარიში, სადაც ყველა მსურველს მისი შესაძლებლობის ფარგლებში არსებული თანხის გადარიცხვის საშუალება ექნება.

 



 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი