იდეის დონეზე ზოოპარკის სხვაგან გადატანა და მის ადგილზე სარეკრეაციო პარკის გაკეთება იგეგმება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა, რომელიც დავით ნარმანიასთან ერთად გმირთა მოედანზე იმყოფებოდა.
“ეს თემა დღეს არაერთხელ გაჟღერდა, ეს საკითხი აქტიურად განიხილება და ამ საკითხს ჩვენ აქტიურად დავაყენებთ, რომ მოხდეს ზოოპარკის გადატანა და იმ ადგილზე უნდა გაკეთდეს, პირველადი მონაცემებით, რეკრეაციული პარკი. შეიძლება ამას ეწოდეოს სოლიდარობის პარკი ან რაღაც დასასვენებელი ქალაქის ცენტრში და ზოოპარკი გადატანილი უნდა იყოს სხვა ადგილზე. ეს არის იდეის დონეზე, რომელიც შეგვიძლია გავაჟღეროთ და ამ იდეას, ჩვენ პროექტის დონეზე დავამუშავებთ”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.