აბრაამ ლინკოლნის გამონათქვამები
12-02-2012, 12:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აბრაამ ლინკოლნის გამონათქვამები


აბრაამ ლინკოლნი (1809-1865), ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პრეზიდენტი, რომელიც 1865 წლის 14 აპრილს მსახიობ ჯონ ვილკს ბუტის მიერ ვაშინგტონში ფორდის სახელობის თეატრში იქნა მოკლული. 1858 წელს მან სენატის არჩევნებში დუგლასთან პაექრობაში დამარცხება იგემა, მაგრამ მასთან დებატებმა მას კარგი რეპუტაცია შესძინა, რამაც 1860 წლის საპრეზიდენტო ნომინაციაში გამარჯვება მოუტანა. პრეზიდენტობისას ლინკოლნმა რესპუბლიკური პარტია ძლიერ ეროვნულ ორგანიზაციად ჩამოაყალიბა. 1864 წელს იგი ხელმეორედ აირჩიეს პრეზიდენტად. მისი პრეზიდენტობის დროს დასრულდა ამერიკის სამოქალაქო ომი და გაუქმდა მონათმფლობელობა.



ყველაფერ იმას, რაც ვარ ან რასაც ვიმედოვნებ რომ ვიქნები, ჩემს ანგელოზ დედას ვუმადლი. (რედაქციის შენიშვნა: ლინკოლნი 9 წლის იყო, როცა დედა გარდაეცვალა).



ყველას სურს ხანგრძლივად იცხოვროს, მაგრამ არავის უნდა იყოს მოხუცი.



კომპლიმენტი ყველას მოსწონს.



მომეცი 6 საათი ხის წასაქცევად და პირველ 4 საათს ნაჯახის ასალესად გამოვიყენებ.



შენი მეგობარი ისაა, ვისაც იგივე მტერი ჰყავს, ვინც შენ.



ყოველთვის გახსოვდეს, რომ შენი შეუპოვარი გაბედულება, იყო წარმატებული, ყველაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა რამ.



როგორ ფიქრობთ, არ ვანადგურებ ჩემს მტრებს იმით, რომ მე მათ ვიმეგობრებ?



ამერიკა არასოდეს განადგურდება გარედან. ჩვენი თავისუფლების დაკარგვა და წაფორხილება მხოლოდ მაშინ მოხდება, როცა თავად ჩვენ გავანადგურებთ ერთმანეთს.



დარწმუნებული იყავი, რომ შენს ფეხებს მართებულ ადგილას ადგამ და შემდეგ უკვე შეგიძლია მყარად დადგე.



ადამიანის ხასიათი ხეს წააგავს, რეპუტაცია კი ჩრდილს. ჩრდილი ისაა, რასაც ჩვენ მასზე ვფიქრობთ, ხე კი ნამდვილი რამ.



მე არ ვიცი ვინ იყო ბაბუაჩემი. გაცილებით მეტად ის მაწუხებს ვიცოდე, თუ ვინ იქნება მისი შვილიშვილი.



რაღაც ის კაცი არ მომწონს. მე უნდა უკეთესად გავიცნო იგი.



ნელი ნაბიჯებით დავდივარ, მაგრამ არასოდეს უკანსვლით.



მიყვარს იმ კაცის ნახვა ვინც ამაყობს იმ ადგილით, სადაც თავად ცხოვრობს. მიყვარს იმის ყურებაც როცა თავად ადგილი ამაყობს მისი გაზრდილი კაცით.



მოვემზადები და ერთ მშვენიერ დღეს ჩემი დროც დადგება.



არასოდეს გამაჩნდა პოლიტიკა, უბრალოდ ვცდილობდი ყოველდღიურად ჩემი მაქსიმუმი გამეკეთებინა.



თუ ეს ყავაა, გთხოვთ იქნებ ჩაი მომიტანოთ; თუ ეს ჩაია, გთხოვთ ყავა მომართვათ.



ცხოვრების დასასრულს მნიშვნელობა იმას კი არ აქვს თუ რამდენი წელი იცოცხლე, არამედ იმას, თუ ამ განვლილ წლებში როგორ იცხოვრე.



უმჯობესია მდუმარე იყოთ და ჩათვალონ რომ სულელი ხართ, ვიდრე დააღოთ პირი და მართლა სისულელეები წამოროშოთ.



ქორწინება არც სამოთხეა და არც ჯოჯოხეთი, იგი უბრალოდ სალხინებელია.



თითქმის ყველა კაცს აქვს უნარი გაუძლოს გასაჭირს, მაგრამ თუ გინდა რომ კაცის ნამდვილი ხასიათი გამოსცადო, მას ძალაუფლება უნდა მისცე.



ამ ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრი ყველაფერს ნიშნავს.



ერთ მშვენიერ დღეს შესაძლოა პრეზიდენტი ვიყო.



ის, რომ ზოგიერთებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს, იმას ამტკიცებს, რომ სხვებსაც შეუძლიათ იგივეს გაკეთება.



ვინც არ უნდა იყო, პირველ რიგში იყავი კარგი კაცი.


როცა კარგ რამეს ვაკეთებ, თავს კარგად ვგრძნობ, როცა ცუდს, ცუდად. ესაა ჩემი რელიგია.

 

 

კომენტარები: 3
#3   ამინი
      
ძალიან კარგი იყო გამომადგა ისტორიაში
28 ნოემბერი 2017 12:13
#2   ნინო ბოტკოველი
      
ძალიან მიყვარს ამ ადამიანის გამონათქვამები და მისი სიბრძნის თაყვანისმცემელი ვარ
1 ოქტომბერი 2017 15:53
#1   Emilia
      
smile ძალაინ კარგია და საინტერესო მადლობა !
27 ნოემბერი 2014 08:07
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა პარლამენტში მომავალ კვირას დაიწყება. ირაკლი კობახიძის თქმით, მიზანი მეტად მოქნილი და ეფექტიანი სამთავრობო სისტემაა.

მოსკოვის ცენტრში მდებარე მსხვილ სავაჭრო ცენტრ „ატრიუმის“ სახურავზე გაჩენილი ხანძრის გამო, სასწრაფო ევაკუაცია განხორციელდა, იტყობინება „რია ნოვოსტი“, დედაქალაქის საგანგებო სიტუაციების წარმომადგენელზე დაყრდნობით.

ყველაზე კითხვადი
  1. „ჩემს ძმას დაუნიშნა 5 ათასი და მე დამინიშნა 3 ათასი“ - გიორგი შენგელაია ივანიშვილს „პაზორნი და უსწავლელ“ ადამიანად მოიხსენიებს და აცხადებს, რომ მოხსნილი სტიპენდია იმიტომ აღუდგინეს, რომ მისი „შეეშინდათ“
  2. „ისეთი ‘ხიტრი’ იმერელია, რომ ყველაფერს მოგატყუებს“ - გიორგი შენგელაიას განცხადებით, ძალიან ცუდია, რომ „უსწავლელი“ ივანიშვილი მართავს ყველაფერს
  3. „ქუჩის ბიჭების“ სოლისტი ირაკლი ნოზაძე თბილისში სავარაუდოდ, გოგოებმა დაჭრეს - მომღერალი ღუდუშაურის კლინიკაშია გადაყვანილი
  4. თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში წინასწარი შედეგებით რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლიდერობს
  5. სანდრო თვალჭრელიძე: თუ წულუკიანი დარჩა მინისტრის პოსტზე, დიდი ალბათობაა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წლის არჩევნები წააგოს
  6. სტრასბურგის სასამართლომ „რუსთავი 2“-ის შუამდგომლობა პოზიციების წარდგენისთვის ვადის გადაწევის თაობაზე არ დააკმაყოფილა
  7. ერდოღანმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები პირველივე ტურში მოიგო
  8. მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ახალი მთავრობის სტრუქტურის მიხედვით იქნება 10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრი
  9. ზაზა სარალიძე: თუ კაცია ზვიად ფხაკაძე, გაასაჯაროოს რას ვწერდი
  10. ლევან დადუნაშვილის დედა: დათო სარალიძის შემთხვევაში, რა გამოდის, რომ ვინც არტერია გადაჭრა ის არის მარტო მკვლელი?
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი