ბიძინა ივანიშვილის თქმით, წყალდიდობის დროს ისიც დაზარალდა, რადგან მის აუზს ბოტანიკურ ბაღში ჩამომავალი ღელე უერთდება.
„ბოტანიკურ ბაღში ჩამომავალი მდინარეც გეცოდინებათ თქვენ, ჩემს აუზს უერთდება და შემომივარდა“,- განაცხადა ექსპრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი თქმით, მთის მდინარის მილში „ჩაგდება“ არ შეიძლება.
„მთის მდინარის მილში ჩაგდება არ შეიძლება და შემიძლია ბევრ არქიტექტორს შევედავო. მე ძალიან ბევრი მიშენებია, თუმცა არქიტექტორი არ ვარ, მაგრამ დიდი პრაქტიკა მაქვს და შემიძლია ბევრ არქიტექტორს და კონსტრუქტორს შევეკამათო. ასეთი მთის მდინარის მილებში ჩაგდება არ არის სწორი. ეს ჩემი აზრია და თავისუფლად შემიძლია ვთქვა. საბოლოოდ, ექსპერტებმა უნდა დაადგინონ მაინც. ეს, რომ მილებში არ ყოფილიყო, რა მოხდებოდა ამაზე ვერ ვიტყვით“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.