დედა პარასკევას სამორიგეო კელია პატრიარქის კურთხევით აიღეს
07-02-2014, 13:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მცხეთაში, სამთავროს მონასტრის ეზოში, მამა გაბრიელის საფლავთან მდგარი დედა პარასკევას სამორიგეო კელია პატრიარქის კურთხევით აიღეს. ამის შესახებ "კვირას" საქართველოს პატრიარქის მდივანმა მამა მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა.

 

 

როგორც მამა მიქაელ ბოტკოველი, მცხეთის სამთავროს მონასტრის დედებზე დაყრდნობით, აცხადებს, მონასტრის სასულიერო პირებმა კელიის მონასტერში ყოფნა მიზანშეუწონლად მიიჩნიეს. დედა პარასკევა ამ ფაქტს აპროტესტებს, თუმცა, როგორც მამა მიქაელ ბოტკოველმა "კვირასთან" საუბრისას აღნიშნა, მას ინტერვიუს მიცემის კურთხევა არ აქვს. "ჩვენ ვთხოვეთ დედებს, რომ დედა პარასკევამ საპატრიარქოსთან შეუთანხმებლად არ გააკეთოს კომენტარი.

 

 

ვინაიდან მონასტერმა მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, დედა პარასკევა უნდა დაემორჩილოს მონასტრის დადგენილებას", – აცხადებს საქართველოს კათოლიკოს- პატრიაქის მდივანი მამა მიქაელ ბოტკოველი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

http://kvira.ge/?p=7248 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი