აბაშის მუნიციპალიტეტში ქართველი კლასიკოსი მწერლის, კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშოები მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის გამგეობის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ხორციელდება დაზიანებული ღობის შეკეთება-აღდგენა. მუზეუმის ტერიტორიაზე ასევე მოეწყობა გარე განათება და საჩრდილობელი.
სამუშაოებს, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინასებით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს TWINS -ი ასრულებს. პროექტის ღირებულება 32 881 ათას ლარს შეადგენს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.