უარი ნობელის პრემიას
07-02-2012, 13:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

უარი ნობელის პრემიას

 


ჯორჯ ბერნარდ შოუ ერთადერთი მოღვაწეა, ვინც დაჯილდოვებულია, როგორც ნობელის პრემიით - ლიტერატურის დარგში - ისე ამერიკული კონოაკადემიის უმაღლესი ჯილდოთი, ოსკარით, ფილმ პიგმალიონზე გაწეული მუშაობისათვის. შოუს ნობელის პრემიაზე უარის თქმა უნდოდა, რადგან არ ჰქონდა არავითარი სწრაფვა საზოგადოებრივი ჯილდოებისადმი, მაგრამ მისი მეუღლის დაჟინებული თხოვნით მაინც მიიღო ეს პრემია.

 

 

მისი მეუღლე მიიჩნევდა, რომ ეს ჯილდო ირლანდიისადმი პატივისცემის გამოხატულება იქნებოდა. ჯორჯ ბერნარდ შოუმ თავისი მე-2 ნახევრის ეს რჩევა გაითვალისწინა, მაგრამ ნობელის პრემიის ფულად ჯილდოზე კატეგორიული უარი განაცხადა და მოითხოვა, რომ ეს თანხა შვედურ ენაზე გამოცემული წიგნების ინგლისურ თარგმანს მოხმარებოდა.

 

ჯორჯ ბერნარდ შოუს პირველი ნაწერები, რამაც მას მოგება მოუტანა მუსიკისა და ლიტერატურის კრიტიციზმს შეეხებოდა, თუმცა მისი ნიჭი მაინც დრამაში განვითარდა. მან თავისი ხანგრძლივი ცხოვრების პერიოდში 60-ზე მეტი დრამატული ნაწარმოები შექმნა. იგი მკაცრად ეხება მისი დროის სოციალურ პრობლემებს. დიდი მწერალი ყველაზე მეტად მუშათა კლასის ექსპლუატაციით იყო გაბრაზებული და მისი ნაწარმოებების უმეტესობა სწორედ ამ უსამართლობასა და შეურაცხყოფას კიცხავს. მგზნებარე სოციალისტმა უამრავი ბროშურა და სიტყვა გამოსცა ფაბიანურ საზოგადოებაზე. უკვე ჩამოყალიბებულ ორატორად ქცეული შოუ ცდილობდა მამაკაცებისა და ქალებისათვის თანაბარი უფლებების მიღწევას, მუშათა კლასისადმი ცუდი მოპყრობის შეჩერებას, პროდუქტიულ მიწებზე კერძო მფლობელობის გაუქმებას და ჯანმრთელი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.

 

1930-იან წლებში საბჭოთა კავშირში ვიზიტისა და სტალინთან შეხვედრის შემდეგ იგი სტალინისტური საბჭოეთის გულმხურვალე მხარდამჭერი გახდა. თავის ხანდაზმულობაში ჯორჯ ბერნარდ შოუს სახელი მთელ მსოფლიოში იყო ცნობილი. შოუს ირონიულმა ენაკვიმატობამ ინგლისური ენა ზედსართავი სახელით "შავიანით" დააჯილდოვა. "ჩემი ხუმრობა სიმართლის თქმაა. სიმართლე კი ყველაზე მხიარული და სასაცილო ხუმრობაა მთელ დედამიწაზე." ინგლისური მართლწერის უცნაურობით შეწუხებულს სურდა, რომ მისი სიმდიდრის, ანდერძით ოფიციალურად დამტკიცებული 367 233 გირვანქა სტერლინგის (დღევანდელი კურსით ლარებში მილიონ ლარზე მეტი და იმდროინდელი კურსით 10 000 000 გირვანქა სტერლინგზე მეტი) გარკვეული ნაწილი ინგლისური ენის ახალი ფონემიკური ალფაბეტის შესაქმნელად გადაეხადა, მაგრამ ეს ფული საკმარისი არ აღმოჩნდა პროექტის მხარდასაჭერად და ამგვარად, დროთა განმავლობაში ამ იდეამ ჩაილურის წყალი დალია.

 

დიდი ირლანდიელი მწერალი 1856 წლის 26 ივლისს დუბლინში მარცვლეულის წარუმატებელი ვაჭრის, ჯორჯ ქარ შოუსა და პროფესიონალი მომღერლის ლუცინდა ელისაბეთ შოუს ოჯახში დაიბადა. საინტერესო ფაქტია, რომ ლესთერის ლექციის მოსმენის შემდეგ, 25 წლის ასაკში იგი ვეგეტარიანელი გახდა.1901 წელს როცა ის ამას იხსენებდა ასეთი რამ თქვა: "25 წლის განმავლობაში მე კანიბალი ვიყავი, მას შემდეგ კი ვეგეტარიანელი ვარ." მისი პოზიცია მოკლედ ასე იყო გამოხატული: "სულიერად ჩემნაირი სიძლიერის კაცი გვამებს არ ჭამს."

 


გამოჩენილმა მწერალმა დიდი ხანი იცოცხლა და 1950 წლის 2 ნოემბერს 94 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალება თირკმლის უკმარისობასთან ერთად მისი სახლის ეზოში ხის გასხვლის დროს დაცემისას მიღებულმა დაზიანებებმაც დააჩქარა. დიდი მწერლის ფერფლი, მისი მეუღლის ფერფლთან ერთად შერეული მათ ბაღში მდგარი წმინდა ჯოანის ძეგლის გარშემო და ეზოში მიმავალი ბილიკის გასწვრივ იქნა მიმობნეული.

 

ჯორჯ ბერნარდ შოუს გამონათქვამები:

 

 

ამერიკელები მეთაყვანებიან მე და ჩემდამი თაყვანისცემას მანამ განაგრძობენ, სანამ მათ ერთი გემრიელად არ შევუკურთხებ.

 


ინგლისი და ამერიკა ის ორი ქვეყანაა, რომელიც განცალკევებულია საერთო ენით.

 

 

ყველა ბოროტების სათავე ფულის უკმარისობაა.

 


ყველას ყველაფერი გადახდება თავს თუ ამისათვის საკმარისი დრო იქნება მომწიფებული.

დემოკრატია არის მოწყობილობა, რომელიც გარანტიას იძლევა, რომ ჩვენ შეიძლება გვმართონ არა იმაზე უკეთესად, რასაც ვიმსახურებთ.

 


პატრიოტიზმი შენს რწმენაში ის არის, რომ ეს ქვეყანა ყველა სხვა ქვეყანაზე აღმატებულია იმიტომ, რომ შენ დაიბადე აქ.

 


მე შემიძლია შევუნდო ალფრედ ნობელს დინამიტის გამოგონება, მაგრამ მხოლოდ ადამიანის მსგავსი ფორმის სატანას შეეძლო გამოეგონებინა ნობელის პრემია.

 


რაც უფრო მეტი რამით არის კაცი შერცხვენილი, მით უფრო მეტად პატივსაცემია.

 


ჰეგელი მართალი იყო როცა თქვა, რომ ჩვენ ვსწავლობთ ისტორიიდან იმას, რომ ადამიანები ვერასოდეს ვერაფერს ვერ სწავლობენ ისტორიიდან.

 


მთავრობა, რომელიც ძარცვავს პიტერს, რათა პოლს გადაუხადოს, ყოველთვის პოლის მხარდაჭერაზე იქნება დამოკიდებული.



ნათქვამია, რომ ყოველ ხალხს ის მთავრობა ჰყავს, რასაც იმსახურებს. ეს უფრო დაკავშირებულია იმ აზრთან, რომ ყოველ მთავრობას ის ელექტორატი ჰყავს, რასაც იმსახურებს. პარლამენტში წინა ადგილებზე მოკალათებულმა ორატორებმა შესაძლოა ჭკუა ასწავლონ ან შეაცდინონ და გარყვნან უბირი ელექტორატი. ამგვარად, ჩვენი დემოკრატია გადაადგილდება უზნეო და მანკიერ, ორმხრივ, ღირსებისა და უღირსობის წრეში.

 


ალკოჰოლი ძალიან საჭირო რამაა. ის ცხოვრებას ასატანს ხდის მილიონებისათვის, ვინც ვერ გაუძლებდნენ თავიანთ არსებობას თუ ისინი ძალიან ფხიზელნი იქნებოდნენ. ეს შესაძლებლობას არ მისცემდა პარლამენტს, დილის 11 საათიდან საღამოს 9 საათამდე ისეთი რამეები ეკეთებინა, რასაც საღი ჭკუის ადამიანი გააკეთებდა დილის 11 საათზე.

 


არ გაუკეთო სხვას ის, რასაც ისინი გაგიკეთებდნენ შენ. მათი გემოვნებანი შესაძლოა არ იყოს იგივე.

 

 

 

 

 

www.guardian.ge 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი