ძლიერმა სეტყვამ და ქარმა მარნეულის მუნიციპალიტეტს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა
20-06-2015, 11:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მარნეულის მუნიციპალიტეტში ძლიერმა სეტყვამ, ქარმა და წვიმამ, რომელიც 20 წუთს გაგრძელდა, მოსახლეობა დააზარალა. ქალაქ მარნეულში რუსთაველის ქუჩაზე, ქარმა ორ ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსს სახურავები ახადა, ასევე დამტვრეულია ხეები.

 


ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სოფელ წერეთელში, თამარისში და კიზილაჯლოში დაზიანებული და განადგურებულია ხეხილი, ვაზი, ბოსტნეული და სხვა ტიპის ნათესები.

 

 

სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად სოფელ თამარისის მოსახლეობა დაზარალდა. ქარის შედეგად მოგლეჯილი ასწლოვანი ნაძვები სოფლის ცენტრალურ ქუჩაზე საცხოვრებელ სახლებს დაეცა და სახურავები დააზიანა. ძლიერმა ქარმა სახურავი ათამდე სახლს გადახადა. სოფელს ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი.

 

 

ქალაქ მარნეულში კი რუსთაველის ქუჩაზე ტექნიკა მუშაობს და ტერიტორია წაქცეული ხეებისგან იწმინდება. დაზიანებულია ელექტროგაყვანილობის სადენები და გარკვეული ქუჩები, მათ შორის ცენტრალური ქუჩა ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი