საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე ბიძინა ივანიშვილთან გამართული შეხვედრის დეტალებს ასაჯაროვებს
22-06-2015, 02:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე ბიძინა ივანიშვილთან გამართული შეხვედრის დეტალებს ასაჯაროვებს. მისი განცხადებით, 2016 წლის არჩევნებისთვის კოალიცია „ქართული ოცნება“ განსაკუთრებულად მოემზადება და სრულიად ახალ საარჩევნო სიას დადებს და ამ სიაში ბიზნესმენებისთვის ადგილი არ იქნება. ამის შესახებ ნიშნიანიძემ, გაზეთ „ახალ თაობასთან“ საუბრისას განაცხადა.


„2012 წელს ფორსმაჟორში ვიყავით და ხალხის შერჩევა საგულდაგულოდ ვერ მოხერხდა, ხოლო 2016 წლისთვის კოალიცია განსაკუთრებით მოემზადება. რამდენადაც მე ვიცი, 2016 წლისთვის სრულიად ახალი საარჩევნო სია დაიდება“,- განაცხადა ნიშნიანიძემ გამოცემასთან საუბრისას.


მისივე თქმით, ახალ საარჩევნო სიაში ბიზნესმენები ვეღარ მოხვდებიან.


„შეხვედრაზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან გვქონდა, ბევრი საინტერესო განცხადება გაკეთდა. იქ ივანიშვილმა რამდენიმე ბიზნესმენის სახელი და გვარი პირდაპირ დაასახელა და უთხრა, რომ მომავალ პარლამენტში მათ ადგილს ვერ ხედავდა. მან ამით უთხრა, რომ ბიზნესმენების ადგილი პარლამენტში არ არის და მათი მოწოდება სამუშაო ადგილების შექმნა უნდა იყოს“,- განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ.


მანვე აღნიშნა ისიც, რომ ბიზნესმენები სააკაშვილის რეჟიმის დროს იძულებულნი იყვნენ პარლამენტში შესულიყვნენ, იმის სანაცვლოდ, რომ ყველაფერი არ დაეკარგათ.


„სააკაშვილის დროს ბიზნესი დაცული არ იყო. ამიტომაც ცდილობდა ეს ხალხი პარლამენტში მოხვედრას. ამის გარდა, ისინი იძულებულნი იყვნენ, „ნაციონალური მოძრაობა“ დაეფინანსებინათ. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერს დაკარგავდნენ. ჩვენს გვერდით ასეთი რამდენიმეა და 2012 წლის შემდეგ მათ ძალიან კარგი პოზიცია დაიკავეს, რომ „ნაციონალებს“ გაემიჯნენ“,- განაცხადა ნიშნიანიძემ.

 

 

კომენტარები: 3
#3   shalva
      
ვინც გვერდში დაგიდგათ და ვის ზურგზეც გადაიარა არჩევნების სიმწვავემ ყველა ფეხებზე დაიკიდეთ ბატონ ბიძინა ივანიშვილს სამწუხაროდ პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება 18-19 წლის მოზარდები, რომლებიც ბავშვობის ასაკიდან ვერც კი გამოსულან შეუძლიათ კენჭი იყარონ და მოხვდნენ პარლამენტში ამ საპასუხისმგებლო ადგილზე, დემოკრატიის მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება ადასტურებს რომ ამ ადგილზე უნდა იყოს ზდასრული და ყველაზე საღად მოაზროვნე ადამიანები, რომლებსაც საღი აზრი გააჩნიათ შევლენ პოლემიკაში ადამიანებთან და შეძლებენ მოსახლეობის მიერ დასმულ საჭირბოროტო საკითხებზე მოძებნონ გამოსავალი, უპასუხონ წერილობით მათ მოთხოვნებს და მიიღონ სამართლიანი გადაწყვეტილება, თუმცა წლოვანებას მნიშვნელობა არ აქვს ასაკიან ადამიანსაც შეიძლება ბავშვური აზროვნება ჰქონდეს გულში ჩაიდოს წყენა გაიბუტოს და პასუხი არ გასცეს მოსახლეობის მიერ დასმულ შეკითხვებს. სამწუხაროდ ასეთი ადამიანები თქვენ გუნდშიც შეიმჩნევა ბევრი იმალება პასუხს არ სცემს სატელეფონო ზარებს თავს არიდებს შეხვედრებს რაც წამგებიანია პოლიტიკური საქმიანობისთვის ვფიქრობ ასეთი პირები პოლიტიკიდან შორს უნდა იყვნენ რადგან დღეს ყველაზე საჭიროა ხალხთან მუშაობა და სირაქლემის როლში არ უნდა გამოვიდნენ. მიუხედავად ჩემი წერილებისა თქვენი გუნდის წარმომადგენლები ყოველთვის თავს არიდებენ ჩემთან შეხვედრას, მაგრამ იმის ძახილმა, რომ ხელისუფლებაში რომ მოვალთ შემდეგ გავაკეთებთ ყველაფერსო, მოსახლეობაში ეჭვი დაბადა, ესენი სკამებისათვის იბრძვიან და არა მოსახლეობის კეთილდღეობისათვისო, ზოგიერთი თქვენი თანაგუნდელის არაკორდინირებულმა და შესაძლოა მოღალატეობრივმა ქმედებამაც კი თქვენი გუნდის უერთგულესი რიგითი წევრები ციხის საკანში მიიყვანა, იყო ცემის მრავალჯერადი ფაქტები ქ.გორშიც, მოხდა თქვენი დაჯარიმება მილიონობით დოლარით, შეიძლება ეს თანხა თქვენი ეკონომიური მდგომარეობისათვის არაფერს წარმოადგენს, მაგრამ ეს უკვე წამგებიანი პოზიციაა თქვენი მხრიდან, არადა პოლიტიკაში მოსვლის მსურველებს გააზრებული ნაბიჯების გადადგმა უნდა შეეძლოს, თქვენმა ჩამოსვლამ გორში მოსახლეობის გამოღვიძება გამოიწვია თუმცა გაჩნდა ეჭვი თქვენ და მიშა სააკაშვილი დიდ თამაშს ხომ არ თამაშობსო და ხალხს ატყუებთ როგორც ვარდების რევოლუციის დროს მოხდა. რადგან აქციაზე პედაგოგ მასწავლებლებიც იყვნენ გაფრთხილებულები ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან რომ აქციაზე მისულიყვნენ და აქტიური მონაწილეობა მიეღოთ, ამით მსოფლიოსათვის დაენახვებინათ თუ რა დემოკრატიული ქვეყანა გვყავს, რომ ჩვენ კი არ უშლით პირიქით ხელს უწყობთ ოპოზიციას ნორმალურ პირობებში ჩაატარონ აქციები და ამას არავითარი ექსესები არ მოჰყვებოდა. თუმცა გორში ელჩების ჩამოყვანამ დიდი როლი ითამაშა აქციის მშვიდობიან ჩატარებაში მაგრამ სამწუხაროდ ჩემი აქციაზე ყოფნის დროს დამეწყო თაბრუს ხვევა, რაც ვფიქრობ გამოწვეული იყო ვიღაცის ინტერესებში, ესეიგი მოხდა ჩემი მოწამლა. აქციამდე წინა დღეებში გორის რაიონში კარალეთში და მერეთში ჩატარებული აქციები ქართული ოცნების აქტივისტების ცემითა და თავის გატეხვით დასრულდა. ვფიქრობ ჩემი წერილებიდან ბევრი კითხვა გაგიჩნდებოდათ და პასუხიც შესაბამისად მაქვს მზად. მაგრამ თქვენ გუნდში არ აღმოჩნდა ადამიანები, რომლებიც პასუხს გასცემენ ჩემს წერილებს და თუ ეს წერილიც რეაგირების გარეშე დარჩა ვფიქრობ თქვენ გუნდშიც არიან უკვე ხელისუფლების წარმომადგენლები. რომლებიც ხელისუფლების დაკვეთებს ასრულებენ. მიუხედავად თქვენი მხარდაჭერისა მე ვერ დავიწყებ თქვენ ქება დიდებას რადგან მივყვები ქართულ ანდაზას „მოყვარეს პირში უძრახე მტერს ზურგს უკანო“ შალვა ცერცვაძე ტ: 597-14-11-50; 599-25-49-76 თ. გუდიაშვილის მოედანი7
12 ივლისი 2015 04:01
#2   ალექსანდრე დანელია
      
ჰოო,არ ვიცი ვინ ხართ და საიდან მოხვდით თავად პარლამენტში,მაგრამ უნდა გაუწყოთ თქვენც და ბიძინასაც,რომ ქოცების,მოქკკავშირის და ნაცების ადგილი ისტორიის მარადიულ სანაგვეზეა და იქით გაქვთ მხოლოდ პერპექტივა,ვინც გინდათ ის შეიყვანეთ,ერთ ბლოკად გამოდით სამივე-ერთ ხმასაც ვერ მიიღებთ ვერც ერთად და ვერც ცალცალკე!!!!!
5 ივლისი 2015 10:28
#1   xachatur markaryan
      
მართალი ბრძანდებით ბატონო ბიძინა - პარლამენტის დეპუტატებიდან ნაც. მოძრაობიდან ვინც გადმოპორტირდა ,,ქართულ ოცნებაში" თავისი ბიზნესისა და ინტერესების გამო გადმოვიდნენ ოცნებაში - და მათ პარლამენტში კი არა უნდა ჩატარდეს გამოძიება და საბოლოოდ დაჭერაა საჭირო.
22 ივნისი 2015 06:38
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი