სამტრედიის მუნიციპალიტეტში ფოტოგომი–კორმაღლის დამაკავშირებელ გზაზე ასფალტო–ბეტონი იგება
22-06-2015, 09:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამტრედიის მუნიციპალიტეტში ფოტოგომი–კორმაღლის დამაკავშირებელი გზის ასფალტო–ბეტონით მოპირკეთების სამუშაოები მიმდინარეობს. 3 კილომეტრიანი გზის ნაწილიდან, ამ ეტაპზე 1410 გრძივი მეტრის გზა იგება და პროცესი რამდენიმე დღეში დასრულდება. ჯამში 180 ათასი ლარის სამუშაოები შესრულდება.


სამტრედიის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, სამუშაოები მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვალერიან ფოცხვერიამ, პირველ მოადგილესთან დავით ბახტაძესთან, სამსახურის უფროსებთან, საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ ჯამბურიასთან და საკრებულოს წევრებთან ერთად დაათვალიერა.


მოსახლეობა გზის დაგებას დიდი ხანია ითხოვდა, მაგრამ ამაოდ. როგორც ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნეს, კომუნისტების შემდეგ არანაირი სამუშაოები ამ მიმართულებით არ ჩატარებულა. ისინი ხელისუფლებას მადლობას უხდიან გზის ასფალტო–ბეტონით მოპირკეთებისთვის. „როგორც იქნა გვეშველა. მადლობელი ვართ და ძალიან გვიხარია, რომ გზის პრობლემა სოფელს მოუგვარდება. რაც ერთი შეხედვით ჩანს, ხარისხიანად კეთდება,“- აღნიშნა  ადგილობრივმა მცხოვრებმა სულიკო ნიშნიანიძემ სამტრედიის მუნიციაპლიტეტის საინფორმაციო ცენტრთან საუბრისას.


სამუშაოები სოფელ კორმაღალში რეგიონული განვითარების პროგრამით  ხორციელდება, რასაც სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დაემატება 35 ათასი ლარი და დაახლოებით 300 მეტრამდე გზის დაგება გაგრძელდება. ამის შესახებ  გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ზურა გოგიამ განაცხადა.


საკრებულოში გომის თემის დეპუტატის დათო ამაღლობელის განცხადებით, „ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ გზა ბოლომდე დაიგოს. ჩვენი ხელისუფლების დაპირება იყო სოფლის მიმართ, რომ არნიშნული გზა დაიგებოდა, რაც სრულდება.“


მუნიციპლაიტეტის გამგებლის, ვალერიან ფოცხვერიას თქმით, ,,სრულდება, რაც მოსახლეობას დავპირდით. სოფლის მცხოვრებლები დიდი ხანია ითხოვენ გზის შეკეთებას. ეტაპობრივად ეს საქმე ბოლომდე მივა,“ - დასძინა მან.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი