მიხეილ სააკაშვილი: „ეს წუნკალი დედაკაცი [სალომე ზურაბიშვილი], ეს მოღალატე, ახლა აპირებს აფხაზეთის ცნობას“
17-09-2018, 12:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ „ვარდების რევოლუციის“ მე-15 წლისთავზე, 2018 წლის 23 ნოემბერს „საქართველოს ეყოლება ახალი ხელისუფლება“. „რუსთავი 2“-ის გადაცემა „კვირის აქცენტებში“ პირდაპირი ჩართვისას მან ზვიად გამსახურდიასადმი აფხაზების და რუსების მიერ წაყენებულ ულტიმატუმზე, აფხაზეთის დამოუკიდებელ რესპუბლიკად ცნობასთან დაკავშირებით და საქართველოს პირველი პრეზიდენტის მტკიცე უარზე გააკეთა აქცენტი და აღნიშნულ კონტექსტში სალომე ზურაბიშვილის გეგმას გაუსვა ხაზი, რაც სააკაშვილის თქმით, „მოღალატე“ ზურაბიშვილის მიერ აფხაზეთის აღიარებას ითვალისწინებს.

 


„ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ მათ 28 ოქტომბერს. მე მიყვარს ციფრები. გიორგობისთვის, 23 ნოემბრისთის ყველაფერი გარკვეული იქნება საქართველოში. 23 ნომებრისთის საქართველოში იქნება... 28 ოქტომბერი არის თარიღი, როცა პირველი ეროვნული ხელისუფლება მოვიდა საქართველოში და მინდა გითხრათ, რომ ზვიად გამსახურიდას ოჩამჩირეში სიკვდილით დაემუქრნენ და ზვიად გამსახურდიამ უარი თქვა აფხაზეთის ცნობაზე, რასაც ეს წუნკალი დედაკაცი ეხლა აპირებს, ეს მოღალატე. ზვიად გამსახურდია, რომელიც მაშინ პირდაპირ სიკვდილზე მიდიოდა, მიუხედავად თავის შეცდმომებისა თუ არაშეცდომებისა, ოჩამჩირეში მოვიდნენ აფხაზები და რუსები უთხრეს: აწერ ხელს აფხაზეთის დამოუკიდებლობას და გაბრუნებთ თბილისში და გამსახურდიას, რომელსაც ამის ალტერნატივად ჰქონდა სიკვდილი და ფიზიკური განადგურება, შეგნებულად წავიდა საკუთარი თავის სიკვდილზე, მერე უკვე ხიბულაში და როდესაც ამაზე საუბარია 28 ოქტომბერს, გამსახურდიამ დაამარცხა და ვერავის ვერ წარმოედგინა კომუნისტების დამარცხება როდისმე საქართველოში, ზუსტად ასევე 23 ნოემბერს, ვერავის ვერ წარმოედგინა, რომ შევარდნაძეს ოდესმე მოვიშორებდით, 23 ნოემბერს 2018 წლის, საქართველოს ეყოლება ახალი ხელისუფლება, ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ“, განაცხადა სააკაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი