ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესების მიზნით სამ უწყებას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
26-06-2015, 01:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.


ხელშეკრულებას უწყებების პირველმა პირებმა მოაწერეს ხელი, რომელიც ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესებასა და განვითარებას, საქართველოს ფლორისა და ფაუნის დაცვას, ეკოტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას ითვალისწინებს.


მემორანდუმის თანახმად, უწყებები კანონმდებლობით დადგენილ ისეთ ერთობლივ ღონისძიებებს განახორციელებენ, რომლებიც მიმართული იქნება თევზჭერისა და ნადირობის წესების დარღვევაზე დროულ რეაგირებასა და მათ პრევენციაზე.


საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული თევზჭერისა და ნადირობის დარღვევის თითოეული ფაქტის შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსული თითოეული ზარი ოპერატიულად გადაეცემა შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ - „112"-ს რეაგირებისთვის. შესაბამისად, „112"-ში შემოსული დარღვევების შესახებ შეტყობინება ოპერატიულად გადაეცემა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს რეაგირებისთვის.


აგრეთვე, თევზჭერისა და ნადირობის წესების დარღვევის თითოეულ ფაქტზე შეტყობინება გადაეცემა ფინანსთა სამინისტროს სსიპ - შემოსავლების სამსახურს, იმ შემთხვევაში თუ სახეზეა საგადასახადო სამართალდარღვევის ნიშნები. (სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება და ა.შ)


ამასთან, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით, თევზჭერისა და ნადირობის სფეროში არსებული პრობლემების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ფინანსთა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებით დაკომპლექტდება. სამუშაო ჯგუფი აღნიშნული წესების დარღვევის ფაქტებს შეისწავლის და შესაბამის დასკვნებს მოამზადებს. ასევე, დაგეგმავს პრევენციულ ღონისიძიებებს პრობლემის თავიდან აცილების მიზნით.


უწყებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული თევზჭერისა და ნადირობის წესების დარღვევის პრევენციის და მათზე რეაგირების მიზნით, ერთობლივ ღონისძიებებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით და მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში განახორციელებენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი