[ვიდეო] ლევან ვასაძე ბიძინა ივანიშვილს უმწვავესად უპირისპირდება - „რაღა ჯანდაბა „ქართული ოცნება“ ხარ შენ?! შენ შეიძლება ხარ ვიღაცა სხვა ერის ოცნება, მაგრამ „ქართული ოცნება“ ნამდვილად არა“
29-09-2018, 11:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ „ფეისბუქის“ მეშვეობით გავრცელებულ ვიდეოში ბიძინა ივანიშვილთან დაპირისპირების მიზეზებზე ისაუბრა და თქვა, რომ ეს დაპირისპირება „ნამდვილად არ არის პიროვნული ხასიათისა“ და სათავეს იღებს „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და ქვეყნის რეალური მმართველის დაშვებული შეცდომებიდან, რაც იმიგრაციის, ანტიდისკრიმანციული კანონის, ნარკოპოლიტიკის თუ არაერთი სხვა „გამანადგურებელი ჭირის“ სახით „ახრჩობს“ ქვეყანას, ამ ვითარებაში კი ლევან ვასაძე ამბობს, რომ არ მოერიდება ბიძინა ივანიშვილთან თუ სხვებთან „უმწვავეს დაპირისპირებას“, რადგანაც ხედავს, რომ ივანიშვილის პოლიტიკა „ვნებს ჩემს სამშობლოს“.

 


ლევან ვასაძისთვის კატეგორიულად მიუღებელია ირანელების, თურქების და აფრიკული სახელმწიფოების მოქალაქეთა მასობრივი შემოდინება ქვეყანაში და მათთვის ბინადრობისა თუ მოქალაქეობის უკანონოდ მინიჭება - ის უკონტროლო იმიგრაცია, რომელიც მისი გადმოსახედიდან საშინელ პერსპექტივას უსახავს საქართველოს და „თუ ჩვენი სახელმწიფოს ამჟამინდელი მმართველი [ბიძინა ივანიშვილი] რამეს რადიკალურად და სასწრაფოდ არ შეცვლის, ქართველები მალე უმცირესობაში აღმოვჩნდებით და დარჩენილი მოსახლეობა განარკომანებული, კაზინოებზე დამოკიდებული და ვალებში ჩამხრჩვალი საცოდაობა იქნება“.

 


აღნიშნული პერპსექტივის გამო, ვასაძე ხელისუფლებისაგან მოითხოვს ირანთან უვიზო მიმოსვლის დაუყოვნებლივ შეჩერებას და საქართველოში მცხოვრები ირანელებისა და სხვა უცხო სახელმწიფოების მოქალაქეთათვის ბინადრობის მოწმობების გაცემის შეჩერებასა თუ ჩამორთმევას.

 


„რაღა ჯანდაბა „ქართული ოცნება“ ხარ შენ?! შენ შეიძლება ხარ ვიღაცა სხვა ერის ოცნება, მაგრამ „ქართული ოცნება“ ნამდვილად არა“ - აცხადებს ლევან ვასაძე, რადგან თვლის, რომ ივანიშვილს 6-წლიანი მმართველობის პერიოდში საერთოდ არაფერი გაუკეთებია „ქვეყნის მთავარი ოცნების ასახდენად - აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დასაბრუნებლად“.

 


„ბიძინასთან ჩემს სამწუხარო დაპირისპირებას რომ დავუბრუნდეთ, უპირველესად ვიტყოდი, რომ იგი „ნამდვილად არ არის პიროვნული ხასიათისა. რიდის გამო არ ვამბობ, რომ მე მას მაინც პატივს ვცემ, სააკაშვილის მოშორებისა და ქველმოქმედების გამო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მე დავერიდები მასთანაც და ნებისმიერთანაც პოლემიკასა და უმწვავეს დაპირისპირებას, როდესაც ვხედავ, რომ ის ვნებს ჩემს სამშობლოს. ნარკოტიკებზე უკვე ბევრი ვთქვი, მაგრამ მე ასევე მწვავედ განვიცდი, რომ კაცი ქვეყანას მართავს და ვერ ან არ იმჩნევს, რომ სწორედ მისი მმართველობის პერიოდში წაილეკა ქვეყანა ირანელებით, თურქებით და აფრიკელებით. მერამდენეჯერ ვამბობ, რომ ჩვენი ერი ამ ქვეყნების კულტურას დიდ პატივს სცემს, მაგრამ ეს იმ პირობით, თუ ისინი ჩვენ ქვეყანას არ წალეკავენ უკონტროლო იმიგრაციით, რომელიც, როგორც ეს ჩანს, საერთოდ არ ადარდებს ბატონ ბიძინას. პირიქით, ჩვენ ირანთანაც და თურქეთთანაც კეთილმეზობლობის სტრატეგიული საკითხები გვაქვს მოსაგვარებელი, მაგრამ იმიგრაციის გამო შექმნილი უახლესი ვითარება ძალიან გვიშლის ამაში ხელს, რადგანაც სახეზეა არაკეთილმეზობლობა ამ ორი, აღორძინების გზაზე დამდგარი შიიტური და სუნიტური იმპერიის მხრიდან, არამედ შეჯიბრება მათ შორის, ვინ დაასწრებს ერთმანეთს საქართველოს დათრევას და ჩაყლაპვას, ან ერთმანეთში გაყოფას და ამ თვალსაჩინო მიმდინარე კატასტროფის ფონზე, ჩვენი ხელისუფლების მუნჯური დუმილი ძალიან მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს ჩემზე.

 


საოცარი სურათი გავქვს, სანამ ბატონი ბიძინა თავის შუშის სასახლეში ზის და მოჭარბებულ დემოკრატიაზე გვიყვება რაღაცას და გვპირდება, აწი მაცალეთ, მომავალი 4 წელი მაგარი იქნებაო, ჩვენ აღარ ვიცით, რომელ ერთ გამანადგურებელ ჭირს ვებრძოლოთ - ანტიდისკრიმინაციული კანონის შედეგად მიღებულ მამათმავლების მონოპოლიას ქართულ ტელევიზიაში, რომელიც ტაშ-ფანდურობს და არ იმჩნევს ქვეყნის მოახლოებულ გაუპატიურებას?! ჩვენი ახალგაზრდობის ნარკომანიზაციას და ვიზა-ლიბერალიზებულ ევროპაში 250 000 მათგანის ერთგან, ამასწინეებზე გადინებას?!, რის შედეგადაც კაცი აღარ დარჩა ქვეყანაში, რომ მეურნეობას მიხედოს; ოჯახების აზარტულ თამაშებში ქონების წაგებას?! მათ მევახშეებს და უკვე მევახშეებისაგან არაფრით განსხვავებული ქართული ბანკებისაგან ამოხრჩობილ ვალს?! თუ ჩვენი პოლიტიკოსების დაპირებას, რომ თურმე საქართველოს გარეთ დაგვასაქმებენ; თუ მითიური ევროინტეგრაციის ჰიპნოზის დროს ჩვენს ერთდროულ ირანიზაციასა და თურქიზაციას?! ჩვენი ერი იღუპება და მალე აღარ იქნება, თუ რამე არ შევცვალეთ სწრაფად და რადიკალურად. თავისით არაფერი არ გამოსწორდება და არ მოგვარდება...

 


თუ ჩვენი სახელმწიფოს ამჟამინდელი მმართველი რამეს რადიკალურად და სასწრაფოდ არ შეცვლის, ქართველები მალე იმ ჩვენი იმერელი ტაქსისტის მიერ გალახული ირანელის თქმის არ იყოს, უმცირესობაში აღმოვჩნდებით და დარჩენილი მოსახლეობა განარკომანებული, კაზინოებზე დამოკიდებული და ვალებში ჩამხრჩვალი საცოდაობა იქნება, ნაცვლად 5.2 მილიონიანი ინდუსტრიალიზებული, განათლებული, მაძღარი და უვალებო ერისა, რომელიც საზიზღარმა საბჭოთა კავშირმა დაგვიტოვა, რომელსაც მე და ჩემი თანატოლები ასეთი გააფთრებით ვებრძოდით და რომლის დაშლასაც მე პირადად დღემდე არ ვნანობ, თუმცა არ შემიძლია არ ვაღიარო, რომ ის თავისით დაიშალა, ჩვენი მსხვერპლის მიუხედავად, ჩვენ კი ამ 30 წლის განმავლობაში ლურსმან-ლურსმან დავშალეთ ჩვენი ინდუსტრია და ისეთი პოლიტიკოსების კალეიდოსკოპია ავირჩიეთ, რომლებმაც ქვეყნის მოსახლეობა გაძარცვეს, ციხეებში ამოალპეს და ახლა განარკომანებას და საბოლოო გარყვნას უპირებენ“, ამბობს ლევან ვასაძე.

 

 

 


მისი თქმით, „ქართველი ერის გენოციდი და გაუბედურება, რომელიც სააკაშვილმა დაიწყო - 330 000 ქართველის ციხეში ჩაგდებით, მათი გაძარცვითა და გაუპატიურებით - „ქოცებმა“ გააგრძელეს სხვა უფრო ცბიერი და დახვეწილი მეთოდებით“ და ბიზნესმენს ამის ერთ-ერთ მაგალითად მოჰყავს ის, რომ ქართველი ხალხის გარკვეულ ნაწილს არ ესმის ის, რომ ახალი კონსტიტუციით, საქართველოში პრეზიდენტს არანაირი უფლებები არ გააჩნია და ის ვერაფერს შეცვლის ზემოთხსნებულ პრობლემებთან მიმართებაში და მისდამი მიმართული კრიტიკა, თუ რატომ თქვა უარი პრეზიდენტობის კანდიდატად წარმდგარიყო, სწორედ ამ მოცემული მდგომარეობითაც არის განპირობებული, გარდა იმისა, რომ მას „გულწრფელი, განუხრელი არასურვილი“ აქვს საქართველოსაგან „რაიმე სარგებელის მიღებისა - სკამი იქნება ეს, თანამდებობა თუ ფული“.

 


„ჩვენი ხალხის შეგნებაცა და ინფორმირებულობაც ისეა დაცემული, რომ, მაგალითად, ბევრი მაკრიტიკებს, რატომ არ იყარე კენჭი საპრეზიდენტო არჩევნებშიო. არ ესმით, რომ ჩვენ ქვეყანაში პრეზიდენტს არანაირი უფლებები არ გააჩნია; რომ, ის ვერაფერს შეცვლის ზემოთხსნებულ პრობლემებთან მიმართებაში და რომც თავი დავანებოთ ჩემს გულწრფელ, განუხრელ არასურვილს ჩემი ქვეყნისაგან რაიმე სარგებელის მიღებისა - სკამი იქნება ეს, თანამდებობა თუ ფული -ვერც მე და ეტყობა, ვერც ვერავინ ვერ აუხსნის ჩვენი მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს ამ უმარტივეს ჭეშმარიტებას, რომ არანაირი აზრი, ჩვენს არსებულ პოლიტიკურ სისტემაში პრეზიდენტის თანამდებობის მეშვეობით ქვეყნის გადარჩენის მცდელობას არ აქვს. ადამიანები ვერ ერკვევიან და ალბათ, ვერც დაადანაშაულებ მათ ამაში, ელემენტარულ იურიდიულ საკითხებში. არ აქვთ წაკითხული ჩვენი კონსტიტუცია; არ იციან თუ როგორ დაახეიბრა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტი, როცა პრემიერის სკამს იმზადებდა, რადგან აღარ შეეძლო პრეზიდენტად მესამე ვადაზე წასვლა და როგორ საბოლოოდ გაანადგურეს ეს ინსტიტუტი ‘ქოცებმა’ მარგველაშვილთან ძიძგილაობაში და მით უმეტეს, როგორ უნდა აუხსნა ასეთ ხალხს ისეთი რთული საკითხები, როგორებიცაა ის ფაქტი, რომ სანამ ჩვენ ლიბერალურ-დემონოკრატიულ რესპუბლიკის სახელმწიფოებრიობას არ გავაუქმებთ და შვეიცარიისა თუ ისრაელის მსგავსი ჭეშმარიტი სახალხო მმართველობის სახელმწიფოებრიობაზე არ გადავალთ, ჩვენი ქართული სპეციფიკის გათვალისწინებით, როგორებიცაა, ეკლესიასთან არსებული კონკორდატის ნამდვილი დაცვა და პატივისცემა და ძლიერი ეროვნული ლიდერის ყოლა - არ აქვს მნიშვნელობა, პრეზიდენტი ერქმევა მას, პრემიერი თუ, ბოლოს მეფე, თუ ამას ხალხი მოინდომებს - ჩვენ არაფერი არ გვეშველება. ვინმე ამის მოსმენი გვეტყვის, რომ ჰოდა არაფერი არ ყოფილა ბიძინას და ქოცების ბრალიო, თუ თავად სახელმწიფოებრიობის ფორმა არ გვივარგაო, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის“, მიიჩნევს ლევან ვასაძე და მწვავედ აკრიტიკებს ბიძინა ივანიშვილს იმისათვის, რომ მისი 6-წლიანი მმართველობის პერიოდში საერთოდ არაფერი გაუკეთებია „ქვეყნის მთავარი ოცნების ასახდენად - აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დასაბრუნებლად“ და ამ ფონზე იგი კითხულობს: „რაღა ჯანდაბა „ქართული ოცნება“ ხარ შენ?! შენ შეიძლება ხარ ვიღაცა სხვა ერის ოცნება, მაგრამ „ქართული ოცნება“ ნამდვილად არა“.

 


„როდესაც აშკარად ძალაუფლებას ჩალიჩობ, ის გინდა და ის სრულიად ხელში ჩაგიგდია თავისი საკუთარი საკონსტიტუციო უმრავლესობით; როდესაც 6 წლის მანძილზე 1 მილიმეტრითაც არ წაიწევ ქვეყნის მთავარი ოცნების ასახდენად, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დასაბრუნებლად, რაღა ჯანდაბა „ქართული ოცნება“ ხარ შენ?! შენ შეიძლება ხარ ვიღაცა სხვა ერის ოცნება, მაგრამ „ქართული ოცნება“ ნამდვილად არა და როდესაც ამასობაში ქვეყანას ისევ ჩაახრჩობ ირანელებში, თურქებში, ვალებში, გარყვნილებაში, უიმედობაში და ახლა ნარკოტიკებში, გამოდის, რომ შენ ძამია „ქართული ოცნება“ კი არა „ქართული კოშმარი“ ყოფილხარ, შეუგნებლად თუ იქნებ შეგნებულადაც. შეგნებულადაც, ვამბობ, თორემ, აბა როგორ შეიძლება ამდენი შეცდომა დაუშვა და არანაირ ნიშანს არ გვაძლევდე, რომ ნანობ; ძალაუფლებას მანიაკივით ეპოტინებოდე და შენი თოჯინების პირით გაიძახოდე, მაინც დავთესავ ნარკოტიკებსო. თავის მმართველობის დასაწყისში ბატონ ბიძინას უყვარდა ლაპარაკი იმაზე, რომ, ის ოცნებობს ისე გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოება, რომ მას, როგორც ის თვითონ ამბობდა, წამორტყმა შეეძლოს პოლიტიკოსებისათვისო, ჰოდა აგერა ვარ ბიძია, პატივისცემისა და ზრდილობის წესებს არ ვუღალატებთ და წამორტყმას ჯერ კიდევ არ გაკადრებთ, მაგრამ როგორც ნარკოტიკებზე გაგეცით უმკაცრესი პასუხი, დღეს იგივეს შემოგთავაზებთ იმიგრაციაზე და გჯეროდეთ, რომ, საუკეთესო სურვილებით გირჩევთ, რომ კარგად დაფიქრდეთ და დაგვიგდოთ ყური და სასწრაფოდ განახორციელოთ იმიგრაციასთან მიმართებაში, როგორც მინიმუმ, აქ ჩამოთვლილი შემდეგი ქმედებები.

 


პირველი, სასწრაფოდ გააუქმეთ ირანთან უვიზო რეჟიმი.

 


მე-2, სასწრაფოდ გააუქმეთ ბინადრობის უფლებების გაყიდვის მავნე პრაქტიკა;

 


მე-3, ვისაც უკვე ნაყიდი აქვს ბინადრობის უფლება, შეუცვალეთ მათ წესი, აღარ გაუგრძელოთ ის და არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ მათ ამის ბოლოს მოქალაქეობა. მესმის, აგიჭიჭყინდებიან, სახელმწიფომ გადაგვაგდოო, მაგრამ მათი ჭიჭყინი გერჩიოთ ქართველი ხალხის რისხვას. ჩვენმა სახელმწიფომ, სამწუხაროდ, არაერთხელ გადააგდო საკუთარი ხალხი, მეანაბრეებით დაწყებული, თქვენ მიერ სამართლიანობის არაღდგენით და საწვავის და დენის ფასების არგანახევრებით და პირიქით, მათი გაზრდით დამთავრებული და ამ ერთხელ ნუ დაირცხვენთ ქართველი ხალხის ინტერსებში მაინც, აქ შემოსეული უცხოელების გადაგდებას...

 


მე-4, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააპატიმროს ის ირანელი და თურქი იმიგრანტები, ვინც ნარკოტიკებით ვაჭრობს, კაცო, ჩვენ ქვეყანაში და დეპორტაციის წესით, როდემდე გელოდოთ, გადასცეს ისინი თავიანთ მთავრობებს. ისინი თავიანთი კანონებით თქვენზე მკაცრად დასჯიან მათ ამ ბრალდებისათვის და როდესაც ეს ტენდენციად გადაიქცევა, ნარჩენები თავისით გაიქცევიან აქედან.

 

 

მე-5, სასწრაფოდ გააუქმეთ კაზინოები, აზარტული ონლაინ-თამაშები, ტოტალიზატორები, საქართველოში, ყოველგვარი გამონაკლისების გარეშე, გეოგრაფიული გამონაკლისების ჩათვლით. შარშან მანდ ქართველებმა წააგეს 4 მილიარდი ლარი. ეს ფული რამდენიმე უნამუსო ბიზნესმენისა და მათი ლობისტი „ქოცი“ დეპუტატების, მათ შორის უცხოურ ანგარიშებზე დაილექა და ჩვენი ეკონომიკური ბრუნვიდან ამოღებული იქნა. მაგ ფულით მათ მიერ აშენებული ორიოდე სასტუმრო და ნაყიდი ფუფუნების საგნები ვერაფერი კომპენსაციაა ეკონომიკის ამ კოლოსალური ზარალისათვის. დავანებოთ თავი იმ უბედურებას, რაც ამის გამო ქართულ ოჯახებში ტრიალებს. იცოდეთ, რომ თქვენ ამ სიბინძურის სრული აღკვეთის გარეშე, იმიგრაციის პრობლემას ვერ უშველით, გენაცვალე. გასაგებია, რომ მერე აზარტული თამაშების ნაწილი გადავა იატაკქვეშეთში , როგორც ეს ადრეც იყო, მაგრამ ჯერ ერთი, ის 99%-ით შემცირდება, ჩვენს ეკონომიკას ასეთ ზიანს აღარ მიაყენებს, ასიათასობით ოჯახს აღარ გააუბედურებს დ რაც ასევე მნიშვნელოვანია, საშუალებას მოგვცემს, არალეგალურ, აზარტულ თამაშებში მხილებული იმიგრანტები, ასევე კანონის ფარგლებში დააკავოთ და მათაც დეპორტაცია გაუკეთოთ“, აცხადებს ლევან ვასაძე თავის მორიგ ვიდეომიმართვაში.

 

კომენტარები: 22
#22   გიორგი
      
გავერთიანდეთ ხალხო გავერთიანდეთ და მოვაშოროთ ეს ურჯულო ხალხი საქართველოდან

გავერთიანდეთ ხალხო გავერთიანდეთ და მოვაშოროთ ეს ურჯულო და მოღალატე ხალხი საქართველოდან, დროა გავიღვიძოთ
30 მარტი 2019 04:20
#21   ivanashvili david
      
ვასაძე ისე გველაპარაკება, თითქოს ილია ჭავჭავაძე ან მაჰათმა განდი იყოს.
კარგია ეს, მაგრამ როცა ილია ჭავჭავაძეობა ან მაჰათმა განდობა გინდა, იმისთვისაც მზად უნდა იყო, რომ შეიძლება შუბლში ტყვია გკრან.
აი, ეს ვარიანტი კი ბატონ ლევანს ხელს არ აძლევს და ალბათ ამიტომაც აუჩემებია, პოლიტიკაში არ ვერევიო.
კიკეთშივე არსებობს ვასაძის მიერ დაფუძნებული სკოლაც, სადაც ერთი ბავშვის აღზრდა-განათლება წელიწადში, რამდენადაც ვიცი, 10 000 ლარამდე ღირს, ანუ ეს არის სკოლა ძალიან მდიდარი ოჯახების შვილებისთვის.
ეს სკოლა სულაც რომ არ არსებობდეს, მდიდარი ოჯახები მაინც მისცემენ თავიანთ შვილებს სათანადო განათლებას.
არ სჯობდა, ეს სკოლა ღარიბი ოჯახების ნიჭიერი ბავშვებისთვის რომ დაგეარსებინათ, ბატონო ლევან?
ბიძინა ივანიშვილს თუ ორი ძეგლი უნდა დავუდგათ, თქვენ ერთს მაინც დაგიდგამდით, ეს სამადლო და მამულიშვილური საქმე რომ გაგეკეთებინათ,
აბა, მხოლოდ ლაპარაკში ჰაერის ძეგლს რომ არ დაგიდგამთ, ბატონო ლევან?!
19 მარტი 2019 04:36
#20   ამირსპასალარი
      
გონია მართლა მოდის მისა და ქე დადღნავს ამტა კურდღლებივით,,,
15 მარტი 2019 17:08
#19   Lako
      
ხალხო ტქვენ აზრს პატივს ვცემ მაგრამ ნუთუ ასე ბრმა და ყრუები იყავით რომ ამ თაღლითს ერთხელ მაინც არ შეხედეთ თვალებში? პირწავარდნილ გაიძვერას რომ გვერდით ედექით ახლა რაც ხდება და იქცევა ქვეყანა ამაში თქვენ წილ დამაშაულს ხედავთ? ხოდა გამოდით აქ რომ გაჰყვირით და როგორც მოათრიეთ ისეც გააბრძანეთ საქართველოდან.მოაკალათებინეთ აქ სატანას და აშენებული ქვეყანა თავზე ჩამოახევინეთ
15 მარტი 2019 13:40
#18   ვავა
      
ნეტარ არიან მორწმუნენი. გამოუსწორებელი ოპტიმისტებიც კი პესიმისტები გავხდით.

ციტატა: oleg fartenadze
dackebistave bodishs movixdi araqartuli shriftistvis. rac sheexeba batono kevan tkvens qartuli suliskvetebit gamoxatul gulis tkivilevs, albad adrec naxavdit chems simpatiebs tkvens zvel politikur statusebsa da kveknis sikvarulis patriotizmshi gaketebul politikur shexedulebebze. tkvenistana patrioti saqartvelos sikvarulit savse adamianebs albad mxolod tu istoriis cinebshi caikitxavs chemi asakis xalxi. tkvens gancxadebebs sruliad vetanxmebi da koveltvis mzad var nebismier situaciashi tkvens gverdit vibrzolo samartlianobisa da chveni kveknistvis. ar davickeb sakutari azrebis komentarebshi gamoxatvas. ubralod erts vitkvi ro me zalian mjeroda baton bidzinasi da is ertis mxriv mimachnia da aset darcheba koveltvis rom is aris chveni eris gadamrcheni mas shemdeg ras sakutar tavze aigo avad xsenebuli cina xelisuflebisgan chveni gatavisufleba. magram ukmakopilebac aris ratkmaunda chemshi radgan faktad chans tgesdgeobit rom ara chveni eris gadasarchenad moxda es kvelaferi aramed sakutari tavis gadasarchenad. cotati vamartleb imashi ro tavisi garemocva amxela xelisuflebis martvashi ukontrolirebadia. tkvens mosvlas xelisuflebashi ( ogond ara status dakargul prezidentad ratkmaunda) mivesalmevi magram albad tkvenc icit cgemze uket ro marto verafers gaxvdebit tu tkvensavit sulit qartveli garemocca ar gekolebad irgvliv kveknis samartavad. ai ak ki koveltvis rtulia xalxis kontroli. magram sheuzlebeki araferi ratkmaunda. chemi azrit tkven da batoni bizina ertmanetis gverdshi dgomit ufro gacikebit mets gaaketebt chveni kveknistcis. ubralod samcuxaroa ro batoni bizina mxolod biznesmenia da ai amashi vxedav kveknis aset mdgomareobashi kopas. chemi azrit jer amas unda vigagciot rom tkvens shexedukebebs eces pativi da gaiziaros batonma bizinam da tu ar gamova sxva gzas ar dagvitovebs qartvelebs da imas rasac tkvens saubrobt zemot male axdeba eg sitkvebi. da es kvelastvis samcuxaro fakti ikneba. erts davamatebdi batono chemo, sul ro martos mogiciot brzola am samartlianobisa da qartuli tradiciebis dacvisa da qartuli micis cikvarulistvis, amad girs chveni sicoczle. radgan scored amistvis ibrzodnen sisxlis fasad chveni didi papebi. magram tkven marto arasdros iknebit am brzolashi amisi me koveltvis mjeravs, da mat shoris minimum ori tanamebzoli chemi da chemi vajkacis saxit ikneba amass me garcmunebt da sitkvas vizlevi. ( darcmunebuli var chemsavit da tkvensavit mteli saqartvelo fikrobs da mzad aris ertianobistvis magram azris gamoxatvis da ertad dgomis shishi dagvitova cina avad saxsenebelma mtavroba m da amitomac aris ro eri tavis azrs cer gamotkvams, magram nabiji pirveli tkvenistana adamianzea damokidebuki da chven tkcens gverdit vart.

samcuxarot vera da ver avtvirte chemi azri da rato ar mazlevs programa sashualebas ver mivxdi magram erts vitkvi batono levan, sul ro martod darchet brzolistvis, minimum erti chemi saxit icodet ro tkvens gverdit var.

შე კაი კაცო თუ ამ თემაზე გული შეგტკივა ქართველებს სამნაირი დამწერლობა გვაქვს და ისარგებლე
15 მარტი 2019 09:30
#17   oleg fartenadze
      
dackebistave bodishs movixdi araqartuli shriftistvis. rac sheexeba batono kevan tkvens qartuli suliskvetebit gamoxatul gulis tkivilevs, albad adrec naxavdit chems simpatiebs tkvens zvel politikur statusebsa da kveknis sikvarulis patriotizmshi gaketebul politikur shexedulebebze. tkvenistana patrioti saqartvelos sikvarulit savse adamianebs albad mxolod tu istoriis cinebshi caikitxavs chemi asakis xalxi. tkvens gancxadebebs sruliad vetanxmebi da koveltvis mzad var nebismier situaciashi tkvens gverdit vibrzolo samartlianobisa da chveni kveknistvis. ar davickeb sakutari azrebis komentarebshi gamoxatvas. ubralod erts vitkvi ro me zalian mjeroda baton bidzinasi da is ertis mxriv mimachnia da aset darcheba koveltvis rom is aris chveni eris gadamrcheni mas shemdeg ras sakutar tavze aigo avad xsenebuli cina xelisuflebisgan chveni gatavisufleba. magram ukmakopilebac aris ratkmaunda chemshi radgan faktad chans tgesdgeobit rom ara chveni eris gadasarchenad moxda es kvelaferi aramed sakutari tavis gadasarchenad. cotati vamartleb imashi ro tavisi garemocva amxela xelisuflebis martvashi ukontrolirebadia. tkvens mosvlas xelisuflebashi ( ogond ara status dakargul prezidentad ratkmaunda) mivesalmevi magram albad tkvenc icit cgemze uket ro marto verafers gaxvdebit tu tkvensavit sulit qartveli garemocca ar gekolebad irgvliv kveknis samartavad. ai ak ki koveltvis rtulia xalxis kontroli. magram sheuzlebeki araferi ratkmaunda. chemi azrit tkven da batoni bizina ertmanetis gverdshi dgomit ufro gacikebit mets gaaketebt chveni kveknistcis. ubralod samcuxaroa ro batoni bizina mxolod biznesmenia da ai amashi vxedav kveknis aset mdgomareobashi kopas. chemi azrit jer amas unda vigagciot rom tkvens shexedukebebs eces pativi da gaiziaros batonma bizinam da tu ar gamova sxva gzas ar dagvitovebs qartvelebs da imas rasac tkvens saubrobt zemot male axdeba eg sitkvebi. da es kvelastvis samcuxaro fakti ikneba. erts davamatebdi batono chemo, sul ro martos mogiciot brzola am samartlianobisa da qartuli tradiciebis dacvisa da qartuli micis cikvarulistvis, amad girs chveni sicoczle. radgan scored amistvis ibrzodnen sisxlis fasad chveni didi papebi. magram tkven marto arasdros iknebit am brzolashi amisi me koveltvis mjeravs, da mat shoris minimum ori tanamebzoli chemi da chemi vajkacis saxit ikneba amass me garcmunebt da sitkvas vizlevi. ( darcmunebuli var chemsavit da tkvensavit mteli saqartvelo fikrobs da mzad aris ertianobistvis magram azris gamoxatvis da ertad dgomis shishi dagvitova cina avad saxsenebelma mtavroba m da amitomac aris ro eri tavis azrs cer gamotkvams, magram nabiji pirveli tkvenistana adamianzea damokidebuki da chven tkcens gverdit vart.

samcuxarot vera da ver avtvirte chemi azri da rato ar mazlevs programa sashualebas ver mivxdi magram erts vitkvi batono levan, sul ro martod darchet brzolistvis, minimum erti chemi saxit icodet ro tkvens gverdit var.
15 მარტი 2019 08:34
#16   მიხეილი
      
ციტატა: ვაა
ვა, ლევანია ვასაძეს მოუნდა ახლა პრეზიდენტობა? რაღა გვინდა, ყოველი მომდევნო ჭირი წინაზე უარესია... აკი, მეც მილიონერი ვარო და ახლა მე ვიქნები ქვეყნის პატრონიო... ვაი, შენს პატრონს!


მინდოდა ბატონი "ვაა" გამეკრიტიკებინა არაკორექტული შეფასებისათვის და შეცდომით მისი მოსაზრება გამეორდა ჩემი სახელით. სამწუხაროდ მისი წაშლა არ ხერხდება. რისთვისაც ბოდიშს ვიხდი.
რაც შეეხება ბატონ ვასაძის მოსაზრებებს, იგი ყოველთვის აქტუალური იყო ქვეყნისათვის და აქტუალურია ახლაც. არ შეიძლება არ დავუფასოთ ამ კაცს ის შრომა, რითაც წლებია ეს ბატონი დაკავებულია. სხვა პოლიტიკოსებიდან განსხვავებით იგი იძლევა ქვეყნის წინაშე მდგომი პრობლემების ღრმა ანალიზს. მჯერა, ეს ყველაფერი უყურადღებოდ არ დარჩება საზოგადოების მხრიდან.
5 იანვარი 2019 12:04
#15   ვაა
      
ვა, ლევანია ვასაძეს მოუნდა ახლა პრეზიდენტობა? რაღა გვინდა, ყოველი მომდევნო ჭირი წინაზე უარესია... აკი, მეც მილიონერი ვარო და ახლა მე ვიქნები ქვეყნის პატრონიო... ვაი, შენს პატრონს!
5 იანვარი 2019 11:24
#14   giorgi
      
აი კაცი ქართველი
5 იანვარი 2019 05:33
#13   ლელა
      
აბსოლუტურად სრულ სიმართლეს ბრძანებთ.საჭიროა ერის ინფორმირება.ამ მთავრობას ეს არ აწყობს,როგორც ჩანს.ბატონო ლევან შექმენით პარტია,სადაც მხოლოდ ის ადამიანები იქნებიან ვისაც ნამდვილად შესტკივა გული ჩვენი ქვეყნის მომავალზე.იქნებ თქვენ მაინც შეძლოთ საქართველოს მომავლის შეცვლა.დარწმუნებული ვარ ხალხი აუცილებლად დაგიდგებათ გვერდით.
5 იანვარი 2019 04:37
#12   თამარი
      
მე ვფიქრობ,ივანიშვილს ცუდი მრჩევლები ჰყავს,საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც....
5 იანვარი 2019 04:07
#11   გურამ
      
როცა ვუსმენ პოლიტიკოსებს ,ყველა საუბრობს კარგად, მაგრამ როცა მოდის მართველობაში

მაშინვე ავიწყდებათ ის გეგმა თუ რის გამო მიცა ხმა ამომრჩეველმა ,ამიტომ საარჩევნო გეგმა უნდა იყოს საბუთი რომლის არ შესრულების გამო უნდა ისჯებოდეს პარტია მოტყუების გამო და თუ ვერ დაასაბუთებს რომ მან შეასრულა დაპირებები ის პარტია უნდა გაუქმდეს და არ მიეცეს იმ პარტიის ლიდერებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება მომდევნო არჩევნებზე ,ასე რამე თუ არ შეიცვალა სულ მოსახლეობა იქნება ტყუილის მსხვერპლი და ქვეყანა გაუბედურებული ,რამოდენიმე დებუტატი გამდიდრებული და მოსახლეობა გაღატაკებული ქვეყანა განადგურებული ,ამიტომ ეს ჩვენ არჩევნებზეა დამოკიდებული,ნაცებს ბოიკოტი გამოვუცხადეთ და საბოლოოდ დაკარგეს რეიტინგი ,მას არასდროს მივცემ ხმას და მგონი იგივე ელოდება ოცნებას თუ არ გამოსწორდება საერთო სიტუაცია და ისევ ტყუილების მსხვერპლი დავრჩებით ,მე ნამდვილად დაუჭერდი მხარს ვასაძეს რომ მოვიდეს პოლიტიკაში და ყველა კეთილმოსურნეს რომლებიც გარედან ადევნებენ თვალს ,ქვეყანას ჭირდება ძლიერი ოპოზიცია ,ისეთი რომელსაც ადარდებს ქვეყნის,ხალხის ბედი და არა რევანშის და არეულობის გამო რომ იბრძვის მთავრობაში დასაბრუნებლად ,მე მომწონს ის ჩამონათვალი რომელიც გააკეთა ლევან ვასაძემ და მივესალმები რომ შეწყდეს ეს უაზრო მოქალაქეობების დარიგებები და მიწების გასხვისებები უცხოელებზე,ვაიძულოთ ოცნება რომ დაპირებები შეასრულოს და არ ველოდოდ ამას 4-და 6 წელი რაც შესაძლებელია ყველაფერი იმ წელს შესრულდეს გეგმის მიხედვით და თუ გეგმა არ ექნება მთავრობის კანდიდატ პარტიას არ მივცეთ ხმა არჩევნებზე
5 იანვარი 2019 02:33
#10   დათო
      
ხომ ხედავთ თქვენც რო არ აკეთებენ და ხალხს კიდე არავინ არ ყსვდ რო ენდონ და გვერდში დაუდგნენ რო მოთხოვოვ მოსათხოვი ამ ხელისუფლებას მაქედან ბოდიშით და ჭკუის დარიგება ესე ქენით და ისე ქენით მე ჭკუას დაგარიგებთ და თქვენ შეასრულეთ მგონი მინიმუმ უხერხულია.
4 იანვარი 2019 09:26
#9   ალექსანდრე ქურდობაძე
      
თითქმის ყველაფერში გეთანხმებით ბატონო ლევან, მაგრამ მაქვს ერთი კითხვა: გასაგებია რომ პრეზიდენტს არაფერი უფლება არა აქვს და ამიტომაც, როგორც თქვენ ამბობთ,არ იყარეთ კენჭი. მაგრამ ჩემი ღრმა რწმენით, კენჭი რომ გეყარათ მეორე ტურში მაინც აუცილებლად გაიმარჯვებდით. მერე კი საპარლამენტო არჩევნებში ხალხი ნორმალურ, საქართველოზე შეყვარებულ პრეზიდენტს და მის პარტიას დაუჭერდა ხმას. ან ახლა მაინც შექმენით პარტია. რათა იყოს მესამე ძალა. არ შეუშვათ იმ პარტიაში არცერტი კორუმპირებული ნაცი და ქოცი და აშინ აუცეილებლად გაიმარჯვებთ. სხვანაირად არაფერი არ გამოვა,
თქვენდამი დიდი პატივისცემის მიუხედავად ეს მოწოდებები ძირითადად მაინც რჩება ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა.
პატივისცემით
4 იანვარი 2019 09:18
#8   teimuraz jikia
      
დიახ ბიზინა წირად ექცა საქარტველოს და ქარტველებს.. უკვე აუტანელი გახდა მაგის პარპასჰი....მას არ გააცჰნია უნარი სასიკეტოს კეტების ქვეყნისტვის.... ბიზინა ან იმოქმედე ხალხის სურვილის სჰესაბამისად ან წადი....წადი

iqneb iaragis ageba da brzolis droa damdgari?
30 სექტემბერი 2018 05:10
#7   hm
      
ივანიშვლმა ბოლომდე დააქცია ქვეყანა, ეს ყოფილა ქვეყნის ჭირრი და ჩვენ კი რა ტაშით შევხვდიტ, გაიზვერა და გველი!
უნდა გაასახლს ქვეყანამ ეს ტაღლითი

მილიარდები აქვს და ქვეყნისტვის კარგი რომ უნდდოდეს საწარმოებს არ აასენებდა? ტავადაც იხეირებდა და ხახლსაც დაასაქმებდა მარა მის ოცნებებში შედის საქარტველო ქარტველების გარეშე რაც 6 წლ ვნახეტ
სიკვდილი მოღალატეებს!
30 სექტემბერი 2018 04:18
#6  გიორგი ჩხუბიანიშვილი
      
ეკონომიკა თუ არ გამოკეთდა და ხალხი სრულად არ დასაქმდა, ყოველთვის ნოყიერი ნიადაგი იქნება ყველა რჯულის დემაგოგისთვის, რუსეთის შნირისთვის კაგებესთან რომაა შეკრული და მათი დახმარებით ფულნაშოვი. ხელწერა კლასიკურია. იწყებენ კატასტროფის აღწერით და შემდგომ საკუთარი თავის გადამრჩენ მესიად შეთავაზებით. დისკრედიტირებულმა ვასაძემ სჯობია საზოგადოებრიობას შეთავაზოს რუსებისთვის მიცემული ინტერვიუები სადაც რუსეთს სიყვარულსა და ერთგულებას ეფიცება. იგი სინამდვილეში აფხაზეთსა და ცხინვალს ქართველებისთვის სატყუარად იყენებს.
30 სექტემბერი 2018 03:22
#5   გურამი
      
ყველაფერში გეთანხმებით ბატონო ლევან არა მარტო მე, არამედ ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი,მაგრამ როგორც ვხედავთ კარგი რჩევებითა და სურვილებით საქმე არ კეთდება. ამასთან დაკავშირებით მინდა შეგახსენოთ ფარსმან სპარსის დიდებული სიტყვები "იყო კეთილი და სიკეთე გსურდეს კაცობრიობისათვის საკმარისი არ არის-ძალაუფლებაც უნდა გაგაჩნდეს სიკეთის დასამკვიდრებლად.....
30 სექტემბერი 2018 01:32
#4   ივერ ხმალაძე
      
დროა!
29 სექტემბერი 2018 09:27
#3  giorgi
      
თვალყურს ვადევნებ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე თქვენს ნააზრევს და ანალიზებს,აბსოლუტურად გეთანხმებით,მიხარია,რომ ხართ და გვყავს თქვენნაირი მამულიშვილები.სრულ გადაგვარებამდე და დაქცევამდე დროული მოქმედებაა საჭირო,რასაც ხელისუფლება არ ან ვერ აკეთებს,უბედურებაა,როცა ნაცები ბედავენ და თავს პრეზიდენტობის კანდიდატად გვთავაზობენ,სამწუხაროა,რომ დანარჩენებიც არ არიან გამორჩეულნი ხალხისთვის, არც პარლამენტია დონეზე,იქნებ სამოქალაქო შეკრებაა საჭირო და ქვეყნის იდეოლოგიისა და განვითარების სამოქმედო გეგმაა მისაღები და დასამტკიცებელი?ვნატრულობ ხელისუფლებაში თქვენნაირად მოაზროვნე ქართველებს.
29 სექტემბერი 2018 07:22
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი