კონდიციონერის ჩაურთველობის გამო თბილისში მიკროავტობუსების მძღოლებზე სანქციები გატარდა
01-07-2015, 03:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რამდენიმე მიკროავტობუსის მძღოლს კონდიციონერის ჩართვაზე უარის თქმის გამო, ხვალიდან 2-2 კვირით ხაზზე მუშაობა აეკრძალებათ, - ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია "თბილისის მიკროავტობუსი" ავრცელებს.


კომპანიის ცნობით, "თბილისის მიკროავტობუსი" მიკროავტობუსების მონიტორინგს ყოველდღიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჟამად კომპანიამ 30 ივნისის მონიტორინგის შედეგების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.


"მარშრუტზე მუშაობისას დღის ცხელ პერიოდში კონდიციონერი არ ჩართეს N48 სამარშრუტო მ/ავტობუსის მძღოლმა გ. ქ.-მ და ფ. ჭ.-მ, N200 სამარშრუტო მ/ავტობუსის მძღოლმა მ. ქ.-მ, N32 სამარშრუტო მ/ავტობუსის მძღოლმა ზ.ზ.-მ N171 სამარშრუტო მ/ავტობუსის მძღოლმა ბ.გ.-მ, N75-ის მძღოლმა უ. ბ.-მ, N7-ის მძღოლმა ზ. გ.-მ, N205-ის მძღოლებმა ვ. ჭ.-მ და ნ. ო.-მ, N156-ის მძღოლმა ტ. კ.-მ და N6-ის მძღოლმა ბ. ა.-მ. აღნიშნულ მძღოლებს 2-2 კვირით აეკრძალებათ ხაზზე მუშაობა ა.წ. 2 ივლისიდან", - ნათქვამია განცხადებაში.


"თბილისის მიკროავტობუსის" ინფორმაციით, N51 სამარშრუტო მ/ავტობუსის მძღოლი ა. ა. მარშრუტზე მუშაობის დროს ეწეოდა სიგარეტს, ამ დარღვევისათვის მას ერთი თვით, 2 ივლისიდან აეკრძალება მუშაობა.


ასევე N192 სამარშრუტო მ/ავტობუსის მძღოლმა უნაბართვოდ გადაუხვია მარშრუტიდან. აღნიშნული დარღვევისათვის მას მუშაობა 10 დღით აეკრძალება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი