გიგლა აგულაშვილმა ყაზბეგის ეროვნული პარკის მიმდებარე სოფლების კონკურსში გამარჯვებულ მცხოვრებთ ფულადი ჯილდოები გადასცა
01-07-2015, 04:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი დაბა სტეფანწმინდას სტუმრობდა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას ყაზბეგის ეროვნული პარკის მიმდებარე სოფლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, კონკურსი - „სოციალური პროექტები თემის სოფლებს შორის“ გაიმართა.


დაცული ტერიტორიების მხარდაჭერის პროგრამა “კავკასიაში -საქრთველო” 5 წლიან პროგრამას (2014-2019) წარმოადგენს, რომელიც გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის KFW-ს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროგრამა მოიცავს ყაზბეგის, კინტრიშის, ალგეთისა და ფშავ-ხევსურეთის დაცულ ტერიტორიებს, რომლის მიზანია შერჩეული დაცული ტერიტორიების მართვის ეფექტურობის გაზრდა და მიმდებარედ მცხოვრები თემების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. პროგრამას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო ახორციელებს.


ყაზბეგის ეროვნული პარკის მიმდებარე სოფლების მოსახლეობისთვის სხვადასხვა სახის კონკურსი ჩატარდა. პროგრამის ეფექტური მართვისთვის შექმნილი რეგიონული მრჩეველთა საბჭოს მიერ შეირჩა შემდეგი თემატიკის კონკურსები: ცოდნისა და პრაქტიკის კონკურსი - შემოსავლის მომტანი მარტივად შესასრულებელი საუკეთესო იდეების პოპულარიზება, კონკურსი თემის სოფლებს შორის - სოციალური პრობლემების გადაწყვეტის ხელშეწყობა, საოჯახო მეურნეობების ხელშეწყობის კონკურსი - შიდა მეურნეობის ეფექტურობის ზრდა, კონკურსი ბიზნეს საქმიანობებში - მცირე და საშუალო ბიზნეს პროექტების ხელშეწყობა.


კონკურსის მონაწილეებმა საპროექტო წინადადებები წერილობითი ფორმით წარადგინეს, სადაც აღწერილი იყო სოფლის/თემის პრობლემა, პროექტის მიზანი, საქმიანობები პრობლემის გადაწყვეტისთვის და პროექტის ღირებულება.


გამარჯვებულები ყაზბეგის მრჩეველთა საბჭომ და მოსახლეობის მიერ შერჩეულმა ჟიურიმ გამოავლინა. წარმოდგენილი პროექტებიდან 4 საუკეთესოს ფულადი პრიზი გიგლა აგულაშვილმა გადასცა. პირველი ადგილის მფლობელს პროექტის განხორციელებისთვის 15 000 ლარი გადაეცა, მეორე ადგილზე გასული - 10 000 ლარით დაჯილდოვა. ფულადი ჯილდოები გადაეცათ ასევე მესამე და მეოთხე ადგილის მფლობელებს. მათ შესაბამისად 8 500 და 7 500 ლარი გადაეცათ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი