გაყალბების გზით მიღებული დევნილის სტატუსის მქონე მოქალაქეების საქმეებს პროკურატურა შეისწავლის
01-07-2015, 04:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო 79 მოქალაქის საქმეს შემდგომი რეაგირებისთვის პროკურატურას გადაუგზავნის, - ამის თაობაზე დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მინისტრის მოადგილემ, შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა.


მისი თქმით, სამინისტროში დევნილთა სავალდებულო რეგისტრაციასთან დაკავშირებით მოქმედმა კომისიამ განიხილა იმ დევნილთა შემთხვევები, რომლებმაც გაყალბების გზით მიიღეს დევნილის სტატუსი და ამავდროულად სახელმწიფოს მხრიდან დაკანონებული აქვთ საცხოვრებელი ფართი, ან აღებული აქვთ ფულადი კომპენსაცია. ასეთი სულ 23 ოჯახია. ამ ოჯახებს, სამინისტროს კომისიის გადაწყვეტილებით, ოჯახის წევრებთან ერთად გადაეცათ დევნილის სტატუსი. ოჯახის წევრებმა კი კომისიასთან გასაუბრების შედეგად აღიარეს, რომ არ იყვნენ დევნილები, გაყალბებული ჰქონდათ დევნილის სტატუსი და ითხოვდნენ მათზე ამოქმედებულიყო 2013 წლის 30 დეკემბრის ამნისტია. გარდა ამისა, იმსჯელეს იმ დევნილთა შესახებ, რომლებმაც მიიღეს კომპენსაცია და პარალელურად საცხოვრებელი ფართი დაუკანონდათ. ერთ შემთხვევაში კომპენსირებულია 8 ოჯახი, ბინა და კომპენსაცია ერთი და იგივე პირზეა გაცემული, მეორე შემთხვევაში კი დაკანონებულია და კომპენსირებულია 48 ოჯახი, თუმცა ბინა და კომპენსაცია ოჯახის სხვადასხვა წევრზეა გაცემული.


"ერთ-ერთი ფაქტი ძალიან საინტერესოა, რეგისტრაციასთან დაკავშირებით მოქმედმა კომისიამ გამოავლინა პირი, რომელმაც შეცვლილი საიდენტიფიკაციო მონაცემებით ყალბი პირადობის მოწმობა დაამზადებინა, მიიღო საცხოვრებელი ფართი, შემდეგ მიმართა რეესტრს, მისი ნამდვილი პიროვნების მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციით ქონების გადარეგისტრირების შესახებ", - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.


მისივე ინფორმაციით, პერიოდულად გროვდება ინფორმაციები მსგავსი ტიპის დარღვევებზე, რაც შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს ეგზავნება. შოთა რეხვიაშვილის თქმით, გამოვლენილი 79 შემთხვევა 2012 წლამდე პერიოდისაა. თუ როგორ განვითარდება გამოძიება, მინისტრის მოადგილის განცხადებით, ეს მისი კომპეტენცია არ არის, თუმცა, მისივე თქმით, როდესაც საუბარია პირადობის მოწმობის გაყალბებაზე, ეს არ არის მხოლოდ დევნილის, ან რიგითი მოქალაქის პრობლემა. რეხვიაშვილი აცხადებს, რომ შესაძლოა, არა ერთი თანამდებობის პირის ბრალეულობის საკითხი დადგეს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი