"ძველი და ახალი, – "მებრძოლ უღმერთოთა კავშირი"!
01-07-2015, 05:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დიახ, ქვეყნის და ერის ცხოვრებაში "ყველაფერი მეორდება", მათ შორის, სამწუხაროდ, ბოროტებაც! ეტყობა, როცა სიკეთე "კლებულობს", ანუ, როცა კეთილ საქმეს ბოროტი საქმე სჭარბობს, მაშინ, კეთილი იძლევა ბოროტისაგან! ნათქვამია, – ბოროტებას შობს სიკეთის ნაკლებობაო, – თორემ, ისე ვერ იხარებს და ვერ იმრავლებს ბოროტება! ასეა დღესაც, საქართველოს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ რეალობაში გამოჩნდნენ და მრავლდებიან ისეთი პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ჯგუფები, რომლებიც თავს მიიჩნევენ ახალ ნეო–ლიბერალებად და მათი მთავარი იდეოლოგიური მრწამსი გახლავთ, ყოველივე ეროვნულის და ტრადიციულის კრიტიკა და დაკნინება, რაც კი აქამდე შეუქმნია ერს და, რაზეც დგას ქვეყნის და ერის იდენტობა! ხოლო, ვინც ამ ე.წ. "პრადვინუტების" იდეოლოგიას არ იზიარებს და პირიქით, ებრძვის მათ ანტიეროვნულ პროპაგანდას, ეს ახალი ყაიდის ნეო–ლიბერალები – "ჩამორჩენილებს, ბნელებს, "სავოკებს" და სხვა დამამცირებელ სიტყვებს უწოდებენ! საქმე ის არის, რომ "პრადვინუტებს" ჰგონიათ, რომ ისინი "ახალი და განუმეორებლები არიან" საქართველოს ისტორიაში და რომ მათი "ტოლ–სწორი არავინაა", მაგარამ, მინდა გავუწბილო მათ ეს "აზრი და იმედი"! მათდა სამწუხაროდ თუ "საბედნიეროდ", თანამედროვე "ლიბერალ–პრადვინუტებს" გასული საუკუნის 30 – იან წლებში საქართველოში ჰყავდათ სულიერი და იდეოლოგიური "წინაპრები", რომლებიც გაერთიანებულები იყვნენ მეტად ეგზოტიკური სახელწოდების ორგანიზაციაში, – "მებრძოლ უღმერთოთა კავშირი"! ალბათ ხვდებით, თუ რა საქმიანობას ეწეოდა აღნიშნული "კავშირი"?დიახ, ზუსტად მიხვდით, "კავშირის" დასახელებაშია მათი საქმიანობის არსი და ისინი ამას "პირნათლად ასრულებდნენ"! ანუ, – "კავშირელებს" საჯაროდ გაცხადებული ჰქონდათ, რომ იყვნენ უღმერთოები და აქედან გამომდინარე, დაუნდობლად ებრძოდნენ სარწმუნოებას, მორწმუნეებს და ეროვნული თვითშეგნებით გამორჩულ თანამემამულეებს, ანგრევდნენ ეკლესიებს, ცილს სწამებდნენ და ხვრეტდნენ სასულიერო პირებს!..

 

 

"მებრძოლ უღმერთოთა კავშირის" წევრებმა, მრავალი პატრიოტი ადამიანი იმსხვერპლეს და "ცელი გამოუსვეს" იმდროინდელი საქართველოს ეროვნულ გენოფონდს!.. მაგრამ, იმ პერიოდში საქართველო დამოუკიდებელი არ იყო და სხვა სახელმწიფოს ნებას და იდეოლოგიას გახლდათ დამორჩილებული"! დღეს კი, როცა სახელმწიფოებრივად დამოუკიდებლები ვართ, რა სჭირს ზოგიერთს და – "რისთვის და ვისთვის ირჯება"?! დიახ, "ყველაფერი მეორდება" – თქო, სამწუხაროდ, ვინ იფიქრებდა, რომ "მებრძოლ უღმერთოთა კავშირს", იდეოლოგიური და სულიერი მემკვიდრეები გამოუჩნდებოდნენ 21 საუკუნის საქართველოში?! არაფერს არ ვაჭარბებ, ზუსტადაც რომ ასეა, – თანამედროვე "21 საუკუნის მებრძოლ უღმერთოთა კავშირის" წევრები (არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, მათი ანგაჟირებული ლიდერები და სხვა!), ისეთივე გაშმაგებით ებრძვიან, – მრავალსაუკუნოვან ქართულ ეროვნულ ღირებულებებს და ფასეულობებს, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას და მის წინამძღვარს, ერის ცხოვრების ტრადიცულ წესსა და რიგს (ნათესაობას, უფროს–უმცროსობას, თაობათა კავშირს და სხვა), რომ "ერთი–ერთში" იმეორებენ 20 საუკუნის 30 –იანი წლების ""მებრძოლ უღმერთოთა კავშირის" ქმედებას, მათ "ხელწერას და საგმირო საქმეებს"!! მხოლოდ "ერთი "პატარა განსხვავებაა", რომ თანამედროვე უღმერთოებს, წარსულის უღმერთოებივით არ შეუძლიათ რეპრესიების "ჩატარება" , ანუ იმ ადამიანების ლიკვიდირება, რომლებიც მათ "არ მოსწონთ", თორემ "კაი ხნის" დახვრეტილები ვიქნებით ბევრი ჩვენთაგანი და არათუ წმინდა სამების საკათედრო ტაძარი აშენდებოდა თბილისში, არამედ, რაც "ძველ უღმერთოებს" გადაურჩათ, მათ "ახალი უღმერთოები" მოუღებდნენ ბოლოს!! ნუ გეშიანათ, ძვირფასო საზოგადოებავ, როგორც "ძველი უღმერთოები" გადაშენდნენ, ისევე "ახალი უღმერთოებიც" მიჰყვებიან მათ, ქართველებს უღმერთოების მეტი რა გვინახავს, უბრალოდ, თვითონ არიან საბრალონი, მაინც ჩვენი სისხლი და ხორცია, ამიტომაც ვუსურვებ, რომ მალე მოსულიყვნენ გონს და რაც ჩვენს ბრძენ და მამაც წინაპრებს უკეთებიათ, ის საქმე ეკეთებინოთ ჩვენთან ერთად, ანუ, – საქართველოს და ქართველ ხალხს, ჩვენს ათასწლოვან რწმენას და ზნეობას უერთგულონ!!!...


ჯუმბერ კირვალიძე,

პოლიტოლოგი

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი