„სინათლის ქალაქი“ თბილისში მდებარე ხიდებსა და სკვერებს ოლიმპიადის ფერებში ანათებს
01-07-2015, 07:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში, „სინათლის ქალაქი“ თბილისში მდებარე ხიდებსა და სკვერებს ოლიმპიადის ფერებში ანათებს. ამ დროისთვის ქალაქში სულ 330 ახალი ობიექტია მინათებული.


როგორც სინათლის ქალაქის დირექტორმა ვასილ ხორავამ განაცხადა, ოლიმპიადის ფერებში განათებულ ობიექტებს შორისაა მეტეხის, გალაქტიონის, ბარათაშვილის და მშრალი ხიდები. ასევე თავისუფლების მოედანზე წმინდა გიორგის მონუმენტი, მემედ აბაშიძის სკვერი და იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული ქვევრები. ხორავას თქმით, ხიდებისა და სკვერების გარდა, „სინათლის ქალაქის“ მხატვრული მინათების თანამშრომლებმა მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროზე მდებარე რამდენიმე კლდეც ოლიმპიადის ფერებში გაანათეს.


ხორავას განცხადებით, 2015 წლის ოლიმპიადის დაწყებამდე „სინათლის ქალაქი“ კიდევ რამდენიმე ობიექტს გაანათებს, მათ შორისაა ლეხ კაჩინსკის ქუჩაზე მდებარე ხიდი და კახეთის გზატკეცილზე მდებარე გზაგამყოფი. ვასილ ხორავას თქმით, დედაქალაქში ღამით გავლა, როგორც ადგილობრივებისთვის ასევე უცხოელი სტუმრებისთვის დაუვიწყარი იქნება. „სინათლის ქალაქის“ დირექტორის განცხადებით, ობიექტებზე მხატვრული მინათებები ოლიმპიადის მერეც დარჩება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი