ხვალიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება
01-07-2015, 07:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

2015 წლის საგამოცდო პროცესი, ხვალიდან ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყება. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პირველი გამოცდა 2 ივლისს, ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარდება.


აბიტურიენტები რეგისტრაციას 08.00 საათზე 19 საგამოცდო ცენტრში ერთდროულად გაივლიან. საგამოცდო ცენტრები 11 ქალაქში გაიხსნება, ეს ქალაქებია: ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ქუთაისი, ახალციხე, გორი, თბილისი, რუსთავი, თელავი და ხულო.


მაია მიმინოშვილის ინფორმაციით, 19-ვე საგამოცდო ცენტრი სრულ მზადყოფნაშია. დღეს ცენტრებში ე.წ. გენერალური რეპეტიცია ჩატარდა. ყველა საგამოცდო ცენტრში არის სამედიცინო პუნქტი. ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იქნება სასწრაფო დახმარების მანქანა, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.


მაია მიმინოშვილის ინფორმაციით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირებული იყო 40 000-ზე მეტი აბიტურიენტი, თუმცა, დაახლოებით 1 300 მეთორმეტეკლასელი პროცესს გამოეთიშა. მათ ატესტატის აღება ვერ მოახერხეს. 100-ზე მეტ აბიტურიენტს სპეციფიკური საგამოცდო პირობების შექმნა ესაჭიროება. არიან სხვადასხვა ტიპის პრობლემების მქონე აბიტურიენტები, ასევე მსჯავრდებულები.


გამოცდებისთვის რეგისტრირებულ აპლიკანტთა რაოდენობა ასეთია: ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირებულია 40 000-მდე აბიტურიენტი, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის 4 000-ზე მეტი სტუდენტი, საერთო სამაგისტრო გამოცდაზე 12 500-ზე მეტი კანდიდატი, ხოლო პედაგოგთა საგნობრივ გამოცდაზე რეგისტრირებულია 17 000-ზე მეტი პედაგოგი.


მაია მიმინოშვილი აბიტურიენტებს წარმატებებს უსურვებს და მათ ურჩევს, რომ დაისვენონ, განიტვირთონ, გამოცდების წინ ემოციები, ნერვიულობა დაივიწყონ, პოზიტიურად დაიმუხტონ და საგამოცდო ცენტრში ისე გამოცხადნენ.


აბიტურიენტებმა თან უნდა იქონიონ პირადობის მოწმობა, საგამოცდო ბარათი, სურვილის შემთხვევაში პლასტმასის ბოთლით წყალი და პირადი ჰიგიენის ნივთები.
გამოცდები 22 ივლისს დასრულდება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი