სააკაშვილმა უკრაინის ჯანდაცვის მინისტრს ალექსანდრე კვიტაშვილს გადადგომისაკენ მოუწოდა
01-07-2015, 09:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ოდესის ოლქის გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის ჯანდაცვის მინისტრს ალექსანდრე კვიტაშვილს გადადგომისკენ მოუწოდა. სააკაშვილის თქმით, დადგა დრო აგრესიული მოქმედების, ეს თვისება კი კვიტაშვილს არ გააჩნია.


„საჭიროა რაც შეიძლება ჩქარა მოხდეს ჯანდაცვის ძველი სისტემის წელში გადატეხვა და ახლის დანერგვა. ახალი მინისტრი გააგრძელებს დაწყებულზე მუშაობას, თუმცა აგერსიულად", - განაცხადა სააკაშვილმა.


როგორც ცნობილია კვიტაშვილის მუშაობით უკმაყოფილოები არიან რადაშიც. ჯერ კიდევ მაისში უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში კვიტაშვილის ჯანდაცვის მინისტრობიდან გადაყენების შესახებ დადგენლილების პროექტი დარეგისტრირდა.


როგორც უკრაინულ პოლიტიკურ წრეებში აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ ალექსანდრე კვიტაშვილი საქართველოს ყოფილი მთავრობის წევრია, მისი დანიშვნა უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე, სააკაშვილთან პირდაპირ კავშირში არ არის.


უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი გუშინდელ პრესკონფერენციაზე თანამდებობიდან მისი შესაძლო გათავისუფლების საკითხს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თანამდებობიდან მისი გათავისუფლების შემთხვევაში უკრაინაში დარჩენას არ აპირებს.


"უკრაინაში რეფორმების გასატარებლად ჩამოვედი. ჩვენ დღეისთვის მზად ვართ ამის გასაკეთებლად. ყველაფერი მზად გვაქვს. შევცვალეთ შესყიდვების სისტემა. მივდივართ გამჭვირვალე, ნორმალური, ცივილური გზით. მესმის, რომ ბევრი ადამიანი, რომელიც ჯანდაცვის სისტემაში იყო ჩამჯდარი, შემოსავლებს კარგავს. ეს არის უკრაინის პირველი და უკანასკნელი შანსი, განახორციელოს ჯანდაცვის რეფორმა", - განაცხადა კვიტაშვილმა.


"პეტრო პოროშენკოს ბლოკს" უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის, ალექსანდრე კვიტაშვილის გადაყენება სურს. ამის შესახებ "უკრინფორმი" პარტიის წევრ დეპუტატ იგორ კონონეკოზე დაყრდნობით წერს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი